საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი გეგმავს, რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის, რომელიც რუსეთის კოლონიაში სასჯელს იხდის, სინდისის პატიმრის სტატუსი დაუბრუნოს. ამის შესახებ ნავალნის თანამებრძოლმა, ლეონიდ ვოლკოვმა განაცხადა კანადის თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან საუბრისას.
სააგენტო Reuters-ს ვოლკოვის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ Amnesty International-ი შესაბამისი განცხადების გამოქვეყნებას 12 მაისს გეგმავს.
Amnesty International-მა ალექსეი ნავალნი სინდისის პატიმრად ამ წლის იანვარში ცნო, თუმცა დაახლოებით ერთ თვეში შეცვალა თავისი გადაწყვეტილება პატიმრობაში მყოფ ალექსეი ნავალნის "სინდისის პატიმრად" აღიარების თაობაზე. როგორც იუწყებოდნენ, ორგანიზაციის იურისტებმა აღმოაჩინეს ნავალნის "საკამათო გამონათქვამები" 2000-იანი წლების შუაში, რომელიც სიძულვილის რიტორიკას შეიცავდა.