ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ამომრჩეველთა აქტივობამ 15:00 საათისთვის 33.18% შეადგინა. "ამომრჩეველთა აქტივობამ ამ დროისათვის 33.18% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 1 160 413 ამომრჩეველია", – განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა. მან ასევე ამომრჩეველს შეახსენა...
თბილისის მერობის კანდიდატის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, "ოპოზიცია რეფერენდუმში დამაჯერებლად იმარჯვებს". პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ნიკა მელიამ მოქალაქეებს მოუწოდა, საარჩევნო უბნებზე მივიდნენ და მათთვის სასურველ კანდიდატებს ხმა მისცენ. "ჩვენს ხე...
შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და მართლწესრიგის დაცვას, რათა ყველა მოქალაქეს მიეცეს საშუალება, თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში გააკეთოს საკუთარი არჩევანი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამნიტროში აცხადებენ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კ...
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის 124-ე საარჩევნო უბანზე ნაწილობრივ შეივსო საუბნო შემაჯამებელი ოქმი, რომელსაც უბნის14 წევრი, მათ შორის სხვადასხვა პარტიის მიერ დანიშნული წარმომადგენელი აწერს ხელს, - ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა. მისი თქმით, ეს გადაცდომაა, რის გამოც ოქმი განადგურ...
კიევი მოითხოვს მიხეილ სააკაშვილთან უკრაინის კონსულის შეხვედრის უზრუნველყოფას, რათა მას საკონსულო და სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინოს. ინფორმაციას გამოცემა "ევროპეისკაია პრავდა" უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივან ოლეგ ნიკოლენკოზე დაყრდნობით ავრცელებს. ნიკოლენკოს განცხადებით, აღნიშნულ ს...
"ზეიმი რომელზე იწყება?" - ზურაბ ჯაფარიძე "ქართული ოცნების" ოფისთან გიტარით მივიდა. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩევნების შედეგების საზეიმოდ, ქართული ოცნება ოფისის წინ უკვე სცენას აწყობს. https://www.facebook.com/MaestroTVOfficial/videos/29327698894408...
"არჩევნები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მშვიდობიან გარემოში მიმდინარეობს. მე პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო მოქალაქეებს იმ აქტიურობისთვის. საარჩევნო პროცესი, ხმის მიცემა გრძელდება და ყველას მინდა მოვუწოდო აქტიურობისკენ. რამდენიმე საათი გვაშორებს დამაჯერებელ გამარჯვებამდე პირველივე ტურში, ყველა მუნიციპალიტე...
პარლამენტის წევრი თინა ბოკუჩავა საქართველოს მესამე პრეზიდენტთან რუსთავის პენიტენციურ დასწესებულებაში შედის. როგორც ბოკუჩავამ განაცხადა, მან კანონმდებლობის შესაბამისად მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს და დღეს კახა კუჭავამ თინა ბოკუჩავაზე შესაბამისი საშვი დაუშვა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დაკვირვებით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნები ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. იმ უბნების აბსოლუტური უმრავლესობა, სადაც ჩვენი სტატიკური დამკვირვებლები არიან წარმოდგენილნი, დროულად გაიხსნა, - ამის შესახებ ორგანიზაიციის თავმჯდომარ...
ქუთაისის მერობის კანდიდატის ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ქუთაისის 37-ე უბანზე, "ქართულ ოცნებასთან" აფილირებულმა კომისიის წევრმა, საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარა. ასევე, დეკანოიძის თქმით, 124-ე უბანზე დაფიქსირებულია ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის აქტიურობა, ის შემჩნეულია ფულის დარიგებაში....
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი არჩევანი დაფიქსირების შემდეგ, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, მიხეილ სააკაშვილის დაკავების საკითხზე მედიასთან კომენტარი გააკეთა. "ჩვენ უკრაინასთან ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს. ბოლო პერიოდში ეს განსაკუთრებით შესამჩნე...
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. მედიისთვის გაკეთებულ კომენტარში მან აღნიშნა, რომ წელს, ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად, საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობაა წა...
ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საკუთარი არჩევანი გლდანის საარჩევნო ოლქის 74-ე უბანზე გააკეთა. "ხმა მივეცი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას; იმას, რომ ჩვენი ქვეყანა ურყევად მიყვეს კურსს, რომელიც 2012 წლიდ...
სააკაშვილის საქმე იქნება ტესტი ქართული მართლმსაჯულებისთვის - ასე უპასუხა საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა, რომელიც მარნეულში იმყოფება, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებუთლ შეკითხვას. კელი დეგნანის თქმით, იმედია, შემდგომი პროცესი კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისა ...
ფორმულას ჟურნალისტის სალომე ჩადუნელის წინააღმდეგ ელექტროშოკით მუქარის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს. ფორმულას ჟურნალისტს ზუგდიდში ერთერთი საარჩევნო უბნის მიმდებ...