"ნათელია, რომ თბილისში "ქართულმა ოცნებამ" მწარე მარცხი იწვნია და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საკვანძო რაიონებშიც ასეთი ვითარებაა, ყველა შემთხვევაში რა შედეგიც არის ყველა ხმის დასაფასებლად, ჩვენი აუცილებელი ამოცანაა ყველა ამ ხმის დაცვა", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" თა...
ფოთში, სავარაუდოდ, მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ოპოზიციის საერთო კანდიდატის გიგი უგულავას განცხადებით, ახლა მიმდინარეობს დათვლის ეტაპი, მაგრამ წინასწარი მონაცემებით მეორე ტური იქნება. "მინდა, ნიკა მელიას ძალიან შთამბეჭდავი შედეგი მივულოცო. თბილისში მეორე ტურია, ნიკა ლიდერობს და მინდა, მას წ...
პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ ზეიმის დრო მორჩა და ახლა საარჩევნო უბნებია დასაცავი. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. https://www.facebook.com/tako.charkviani.14/posts/1932395450260498 ცოტა ხნით ადრე, პარტია "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხ...
"ქართული ოცნება" თბილისში დამარცხდა, ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციამ მიზანს მიაღწია - თბილისში იწყება ცვლილებები, ასე გამოეხმაურა "ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ეგზიტპოლის შედეგებს. მისი თქმით, ოპოზიციამ შეძლო და ჩატარდება არჩევნების მეორე ტურები, რაც გააუმჯობესებს ოპოზიციის შედეგებს...
თბილისის შიდსისა და ინფექციური პათოლოგიების ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე "ქართული ოცნების" ოფისთან მივიდა. მისი განცხადებით, სურს კახა კალაძისა და მმართველი გუნდის მხარდასაჭერა გამოუცხადოს. "მოვედი იმისთვის, რომ გვერდში დავუდგე კახა კალაძეს და დანარჩენ გუნდს ამ კრიტიკულ მომენტში, როცა შედეგების დათვლა ...
პარტია "დროას" ლიდერი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ოპოზიციურმა კოალიციამ [Ipsos-ის ეგზიტპოლის თანახმად] "ქართული ოცნება" დედაქალაქში დაამარცხა. ამის შესახებ მან ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა. მისი განცხადებით, მიუხე...
ფორმულას დაკვეთით შესრულებული Edison Research-ის ეგზიტპოლის მიხედვით, პარტიების შედეგები პროპორციულ ნაწილში საქართველოს მასშტაბით, 18:00 საათისთვის ასე გადანაწილდა: ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო N41 - 46%; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა N5 - 33% საქართველოსთვის - N25 - 6% ევრ...
სრულიად საქართველოს ვულოცავ დღევანდელ დღეს, მადლიერება მინდა გამოვხატო თბილისელების მიმართ, დიდი მადლობა ამ ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ეგზიტპოლების წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა. კალაძის განცხადებით, "ქართული ოცნების" დღევან...
ღირსეულ გამარჯვებას ვულოცავ კახა კალაძეს და ყველა მერს, დღევანდელი გამარჯვება თქვენ გეკუთვნით, სრულიად საქართველოს და ჩვენს მოსახლეობას, ძვირფას საზოგადოებას!-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ოფისთან, ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა...
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები ცნობილია. ეგზიტპოლების თანახმად, 18:00 სააათისთვის ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ - 47,6% „ნაციონალური მოძრაობა“ - 27,1% „საქართველოსთვის“ - 6,8% „ლ...
პარტიული რეიტინგები თბილისის მასშტაბით - "მთავარი არხის" დაკვეთით, IPSOS-გლობალის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები, 17 საათის მონაცემებით, ასეთია: ქართული ოცნება - 38,6% ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 33 % საქართველოსთვის - 7,6 % გირჩი - მეტი თავისუფლება - 4,8 % ლელო - 4% ხალხისთვ...
"მთავარი არხის" დაკვეთით, Ipsos Global-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტური ჩაინიშნება. ენმ-ის თავმჯდომარემ და თბილისის მერობის საერთო კანდიდატმა ნიკა მელიამ ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით ხმათა 40,8 % მიიღო, "ქართული ოცნებ...
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით დედაქალაქის მერის არჩევნებში კახა კალაძე ლიდერობს. 18 საათის მონაცემები ასე გამოიყურება: თამარ კეკელიძე - 0.2%; ნიკა მელია - 34.6; გიორგი ლომია - 1%; ანა ბიბილაშვილი - 2%; რიჩარ ობუნუზუ - 0....
ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ჩატარებული Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა: კახა კალაძე - 43%, ნიკა მელია - 39%, გიორგი გახარია - 7% ანა დოლიძე, მოძრაობა ხალხისთვის - 4%; გიორგი ლომია, პატრიოტთა ალიანსი - 1%; ანა ბიბილაშვილი, ლელო...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფაში მდებარე N52-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნულ საარჩევნო უ...