"ქართული ოცნებიდან“ წასული სამივე ადამიანი არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველი და პატრიოტი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისი განმარტებით, მიუხედავად, რომ მათ უმრავლესობა დატოვეს ეს არ ნიშნავს, რომ მათ ვექტორი შეიცვალეს.
"მთელი უმრავლესობა ვცდილობდით, რომ მათ ეს გადაეფიქრებინათ – მეც, ჩემი კოლეგებიც, თუმცა მათ თქვეს, რომ როდესაც მმართველი პარტიის კონიუქტიურით შებოჭილი არ ვიქნებით, განცხადებებში მეტად თამამები ვიქნებითო. პირადად ვარ მმართველ პარტიაში, მაგრამ ეს არ მბოჭავს, როცა რაიმე მაქვს სათქმელი, გამოვდივარ და ვამბობ ხოლმე. ჩემი ქვეყანა მიყვარს, ბოლომდე დავიცავ და ის, ვინც ფასიანი ლობისტია ან „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგიული პარტნიორი და ჩემი ქვეყნის ინტერესებს ამ გადასახედიდან უყურებს, ამას მე არ დავუთმობ“, – განაცხადა ზარქუამ.