"ქართული ოცნებიდან" სამი დეპუტატის წასვლა მმართველი პარტიის სისუსტის დემონსტრირებაა, - მიიჩნევს "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე. როგორც დეპუტატი ამბობს, ოლიგარქიულ რეჟიმს ძალიან ეშინია ვითარების, რაც ქვეყანაშია.
"არავინ ვფიქრობთ, რომ ეს 3 ადამიანი საქართველოში ევროინტეგრაციის მთავარ აპოლოგეტად იქცევა. მთავარი საკითხი არის ის, რომ „ქართული ოცნება“ კარგად ხედავს, რომ მათი ოლიგარქიული რეჟიმის დასასრული მოახლოვდა და რაღაც არასტანდარტული ნაბიჯები უნდა გადადგან.
პარლამენტის სხვა წევრებსაც, ვინც ჯერ კიდევ "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს, მოვუწოდებ - დატოვეთ "ქართული ოცნება", სანამ ანტიდასავლური წყალი არ გადმოგესხმებათ პერსონალურად თქვენც - მნიშვნელოვანია, რომ ეს ძალიან მალე გააკეთოთ“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.