სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე ფრაქცია „ქართულ ოცნებას“, პარტიას და საპარლამენტო თანამდებობეს ტოვებენ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ამის მიზეზი გახდა ერთადერთი შეუთანხმებელი საკითხი უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე, რომელზეც წინა დღის განამვლობაშიც მიდიოდა პარტიაში დისკუსია. კერძოდ – მათი აზრით, დოზირება ინფორმაციისა, რაც ხდება პოლიტიკურ თემებთან მიმართებით ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს გუნდში არ არს საკმარისი, რათა საზოგადოება საქმის კურსში იყოს და სწორი დასკვნები გააკეთოს.
მათ მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს. ამასთან დაკავშირებით იყო კამათი, დისკურია და გადაწყვიტეს რომ ამის გახმოვანებისთვის სჭირდებათ თავისუფალი საპარლამენტო მანდატი და გუნდის შიგნით შეიძლება გარკვეული უხერხულობები შექმნან ამ მიმართულებით... გუნდი, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას მხარს არ უჭერდა", - თქვა მდინარაძემ.
სამივე მათგანი საპარლამენტო თანამდებობებსაც ტოვებენ, თუმცა დეპუტატის მანდატს ინარჩუნებენ.