ზოგადად, „ნაციონალურ მოძრაობას“ ახასიათებს სიმბოლიზმი. მაგიტომ დაამთხვიეს თავიანთი თითქოსდა „გამარჯვება“ 26 მაისს. არაფერი გამოუვათ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა „ოპოზიციის ალიანსის“ კამპანიაზე საუბრისას განაცხადა. &...
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 13 ივლისს, თბილისში, ლოტკინის დასახლებაში...
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა თბილისსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში კომპლექსურად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტები გამოავლინეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დაკავებულია ერთი პირი. „კონტრტერორისტული ცენტრის მ...
მედიასაშუალებებმა გამოაქვეყნეს აუდიოჩანაწერები და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და მის უნგრელ კოლეგას, პეტერ სიიარტოს შორის საუბრის ჩანაწერი, რომელშიც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ რუსეთის ბრძანებების შესრულების მზადყოფნა დადასტურდა. VSquare- ს ცნობით, რუსი ოლიგარქების, კომპანი...
ირანმა დუბაის სანაპიროთან სრულად დატვირთულ ნავთობტანკერს იერიში მიიტანა, რის შედეგადაც ტანკერს ცეცხლი გაუჩნდა, თუმცა ზღვაში ნავთობის გაჟონვა არ დაფიქსირებულა. ინფორმაციას Financial Times ავრცელებს. თავდასხმა ქუვეითის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ Al-Salmi-ზე მოხდა. არაბთა გაერთიანებული საამიროები...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ როლანდ პრაისს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. სოლომონ პავლიაშვილმა მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკს სოფლის მეურნეობის და გ...
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც ბრალშია: მე ვთვლი, რომ ივანიშვილის ხელისუფლება უნდა დაემხოს სასტიკად, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა. მისი თმით, შეიძლება ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ გაიქცევა როგორც კადაფი, ან ჩვენი ასლან აბაშიძე, მაგრამ "ზუსტად იცის, რომ ჩა...
მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“: გაზარდეთ პენსიები 200 ლარით და დააკანონეთ, რომ საქართველოში ხელფასი არ იყოს 1150 ლარზე ნაკლები - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა ქეთევან ბაკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ბაკურაძის განცხადებით, დე...
ირაკლი კობახიძესა და მარკო რუბიოს საუბარზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ, ვიდრე შინაარსი არ გვეცოდინება, დიდი ალბათობაა, საუბარი ირანის თემას შეეხებოდა, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა. მისივე თქმით, აშშ ყველას ელაპარაკე...
35 წლის წინ, დღევანდელ დღეს, 31 მარტს საქართველოს მოქალაქეებმა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მათ შორის, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში გამოხატეს თავიანთი ურყევი ნება, აღდგეს საქართველოს დამოუკიდებლობა, რომელიც ჯერ კიდევ 1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ გან...
აშშ-ის პრეზიდენტი ირანთან ომის დასასრულებლად მზადაა იმ შემთხვევაშიც, თუ ჰორმუზის სრუტე არ გაიხსნება, – ამის შესახებ Wall Street Journal ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში თავის თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად არის ირანის წინააღმდეგ ...
შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა სამელიორაციო სექტორში მიმდინარე ცვლილებები იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულს ლევან ზალკალიანს, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებსა და მოსახლეობას გააცნო. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს სემეკის მიერ დადგენილი საირიგაციო...
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ბინაში უკანონო შეღწევით ძარცვის მცდელობის ბრალდებით 3 პირი: 2007 წელს დაბადებული ი.ა., 2006 წელს დაბადებული ა.ჩ. და 2006 წელს დაბადებული გ.ბ. დააკავეს. "გამოძიებით დადგინდ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, თურქმენეთის მოქალაქე - 1987 წელს დაბადებული რ.ბ. დააკავეს. უწყების ცნობით, პოლიციამ ბრალდებულის პი...
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა, კიევში ჩასვლისთანავე მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას და განაცხადა, რომ ევროპა ყველაფერს გააკეთებს, რათა რუსეთს დანაშაულებისთვის სრული პასუხისმგებლობა დაეკისროს. ამის შესახებ კალასი Х-ზე წერს. „ყოველი ვიზიტი უკრაინის გამბ...