მაღალჩინოსანი „ქოცების“ რაოდენობა ციხეში გაიზრდება. რეგიონების “გენერალმა” ჩანთის ჩალაგება უნდა დაიწყოს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, გიგა ლემონჯავა სოციალურ ქსელში წერს.
ლემონჯავა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გამოგზავნილ წერილს ეხმიანება.
"არ გავტყდებით ჩვენ, გატყდება რეჟიმი!
ჭამენ ერთმანეთს და ამის მიზეზი კრიზისია, კრიზისი აქვთ შიგნით.
მაღალჩინოსანი ქოცების რაოდენობა ციხეში გაიზრდება. რეგიონების “გენერალმა” ჩანთის ჩალაგება უნდა დაიწყოს.
ივანიშვილის ვერტიკალი აუცილებლად დაიშლება", - წერს გიგა ლემონჯავა.
ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან წერილი გაავრცელა. წერილში ღარიბაშვილი აცხადებს, რომ შარშან დაწყებული ე.წ “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის” კამპანიის მთავარი მიზანი იყო მისი ციხეში ჩასმა და პოლიტიკურად განადგურება.