ქვემო ქართლში მომხარ ავარიას 38 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. მანქანა, რომელიც რუსთავიდან წითელი ხიდის მიმართულებით მოძრაობდა გზის სავალი ნაწილდან გადავიდა და ამოყირავდა. მანქანას 38 წლის მამაკაცი მართავდა, რომელიც ავარის დროს ადგილზევე გარდაიცვალა. გარდაცვლილი აზერბაიჯანის მოქალაქე იყო, რომელმაც ...
აშშ-ის ოთხ შტატში - მერილინდში, დასავლეთ ვირჯინიაში, ოჰაიოში და კოლუმბიის ფედერალურ ოლქში, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აღმოსავლეთ სანაპიროზე ძლიერ ქარიშხალს 13 ადამიანი ემსხვერპლა. ქარიშხალმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. ქარიშხალს ძლიერი სიცხეებიც დაემატა, რაც ელექტრენერგიის ...
ავღანეთის სამხრეთით, პოლიციის ფორმაში გადაცმულმა დაუდგენელმა პირმა, ნატოს სამი სამხედრო მოსამსახურე მოკლა. კოალიციის წარმომადგენლის განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება. "გამოძიება დაადგენს ნამდვილად პოლიციის ოფიცერმა მოახდინა გასროლა, თუ ეს იყო სხვა პირი, რომელმაც ავღანეთის პოლიციის წარმომადგენლის ფორმა გად...
ესპანეთის ნაკრებმა ევრო-2012-ზე თავისი საუკეთესო თამაში მაშინ აჩვენა, როცა მას ყველაზე დიდი ფასი ჰქონდა. ნაკრების გუნდების მონაწილეობით გამართული დიდი საფეხბურთო ტურნირის ფინალის ასეთი საგრძნობი უპირატესობით (აქ მხოლოდ ანგარიშს არ ვგულისხმობთ) მოგება, იშვიათად რომ ვინმემ გაიხსენოს. არნახული შედეგი სახეზეა - ზედიზედ 3 ტ...
ცხრა ქართული პოლიტიკური პარტიის ლიდერი დღეს, 2 ივლისს, შეხვდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალი რანგის პოლიტიკოსებს და პარტიულ სიებში ქალთა წარმომადგენლობის შესახებ იმსჯელებს. ორგანიზატორების ინფორმაციით, ხოსე მენდეს ბოტა (პორტუგალია), პეტერ ვან გიილი (ნიდერლანდები) და რიჩარდ კალიჩი (პოლონეთი) საკუთარ გამოცდილებას გ...
დღეს, 2 ივლისს, 10.00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროგაერთიანების უმაღლესი განათლების რეფორმის ხელშეწყობისა და თანამშრომლობის ტემპუსის (TEMPUS) პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის „ინტერნაციონალიზაცია ცენტრალურ აზიასა და ევროპის სამეზობლო სივრცეში" ...
დღეს, 2 ივლისს, 14:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის გ. ნიკოლაძის სახელობის მცირე დარბაზში გაიმართება საჯარო განხილვა. განხილვის თემაა "ზოგიერთი გაუშუქებელი აქტუალური საკითხი ხალგამოცემულ "საქართველოს ისტორიის" ოთხტომეულში". სარედაქც...
დღეს, 2 ივლისს, 11 საათიდან 15 საათამდ,ე კრწანისის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ბეთლემის, თონეთის, იერუსალიმის, ბოტანიკის, აბანოს, გრიშაშვილის, გორგასალის და სანაპიროს ქუჩების მცხოვრებლებს. 10 საათიდან 18 საათამდე ნაძალადევის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება ...
დღეს, 2 ივლისს, 14:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს საზეიმოდ გადაეცემათ სიგელები. სტუდენტები, პირველად სტუ-ის ისტორიაში, შემოსილნი იქნებიან მანტიებით. ...
დღეს, 2 ივლისს, მასწავლებელთა სასერტიფიკაცო გამოცდები დაიწყო. სასერტიფიკაციო გამოცდას 40 000-მდე მასწავლებელი გაივლის. მასწავლებლები ტესტირებას პროფესიულ უნარებსა და საგნობრივში გაივლიან. დღეს გამოცდა პროფესიულ უნარებში ჩატარდება. მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები 19 ივლისამდე გაგრძელდება, ხო...
"სამოქალაქო სოლიდარობის კამპანია" სოლიდარობას უცხადებს პატიმრებს, უერთდება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოთხოვნებს და დღეს, 2 ივლისს, 17:00 საათზე მართავს აქციას ქსნის ციხესთან. "რამდენიმე დღის წინ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ #15 დაწესებულების მსჯავრდებულებმა საქართველოს ...
დღეს, 2 ივლისს, ივანე მერაბიშვილი საქართველოს პარლამენტს მთავრობის ახალ შემადგენლობას დასამტკიცებლად წარადგენს. საქართველოს კონსიტიტუციის მიხედვით, პრემიერ-მინისტრის შეცვლის შემთხვევაში, მთავრობა გადაყენებულად ითვლება და ახალ მინისტრთა კაბინეტსა და ახალ სამთავრობო პროგრამას პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს. შეგახსენებთ, რომ საქ...
ივანე მერაბიშვილი საქართველოს მთავრობის ახალ პროგრამას დღეს, 2 ივლისს, წარადგენს. საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრად ვანო მერაბიშვილის წარდგენის დროს განაცხადა, რომ ახალი პორგრამის წარდგენა 2 ივლისს პარლამენტში მოხდება. "მე ვაპირებ ორშაბათს წარმოვადგინო გეგმა და ამ გ...
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პოლიცია ხელისუფლების ბრძანებების შემსრულებელია, თუმცა მიუხედავად ამისა, ბევრი პოლიციელი ღირსეული ადამიანია. ,,დღეს ჩვენ მივიღეთ სტრუქტურა, რომელიც ხელისუფლების ერთი მცირე ჯგუფის ძალადობას განიცდის და მათი უკანონი ბრძანებების შემსრულებელია. სამწუხაროდ, ჩვენ ყველანი ...
"ქართული ოცნება" სოფლების ასაღორძინებლად ერთმილიარდიან ფონდს შექმნის", _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა მცხეთაში სიტყვით გამოსვლისას. "რამდენადაც კარგად ვიცით, რომ ძლიერი სოფელი ძლიერი ქვეყნის საწინდარია სწორედ ამიტომ "ქართულ ოცნებას" დაგეგმილი აქვს ააღორძინოს ქართული სოფელი და ამი...