ბრალდებულ სომხეთის მოქალაქეს გაგიკ გევორგიანს ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ბრძანებით აღმკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით, რომელიც მის მიერ იქნა უზრუნველყოფილი. შეგახსენებთ, რომ 25 მაისს, შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარ სამმართველოს რეგიონული ...
აჭარის მთავრობა შპს „ვიქტორიას" ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ 60%-იან წილს პირობებიან აუქციონზე ყიდის. ობიექტის საწყისი ღირებულება 400 ათასი ლარი და აუქციონი 28 ივნისისთვისაა ჩანიშნული. პირობების თანახმად, ინვესტორი ვალდებულია საპრივატიზებო თანხის 300 000 ლარის გადახდა პირობ...
„პროგრეს ბანკმა " 8 ივნისს, ბათუმში ჭავჭავაძის ქ. N97-ში, ახალი სერვისცენტრი გახსნა. მას ესწრებოდნენ: „პროგრეს ბანკის" ერთ-ერთი დამფუძნებელი კახი კალაძე, დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე ლორენცო ჩიპრიანი და მენეჯმენტის სხვა წარმომადგენლები. "ბანკისათვის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიმართულე...
კონტროლის პალატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ლ" ქვეპუნქტის საფუძველზე, წერილობით მიმართა ფონდ ,,ქართუ"-სა და ასოციაცია ,,ატუ"-ს...
„დემოკრატიული მოძრაობა" გულისტკივილს გამოთქვამს თბილისში #1კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორიასა და ქუთაისში პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შენობების ჩამონგრევით გამოწვეული ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს. მათი თქმით, ,,აღნიშნული შემთხვევები კიდევ ერთხელ ადასტურ...
ეგეოსის ავიახაზები" თბილისის მიმართულებით ფრენებს 11 ივნისიდან დაიწყებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ბერძნული ავიაკომპანია თბილისი-ათენი-თბილისის მიმართულებით რეგულარულ რეისებს კვირაში ორი სიხშირით, ორშაბათს და ხუთშაბათს შეასრულებს. ფრენები A 319 და A 320 ტიპის თვითფრინავებით განხორციელდება. &q...
საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა ელისაბედ რულოვსმა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა თბილისში GAMPHA-ს პირველი სამეცნიერო კონფერენცია გახსნეს. ღონისძიებას სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოში და ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმები ესწრებოდნენ....
თელავის წმ. ნინოს ყოფილი სასწავლებლის შენობას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მოეხსნა. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №3/131 ბრძანებულებაში აღნიშნულია, რომ თელავის წმ. ნინოს ყოფილი სასწავლებლის შენობას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ერ...
აჭარის მთავრობა, ბათუმში, კ. გამსახურდიას ქუჩა № 8/10-ში მდებარე 78,30 კვ.მ შენობა-ნაგებობებსა და მასზე მიმაგრებული 361 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს პირობებიან აუქციონზე ყიდის. ობიექტის საწყისი ღირებულება 455 ათასი ლარია და აუქციონი 25 ივნისისთვისაა ჩანიშნული. პირობების თანახმა...
,,დემოკრატიული მოძრაობა, ,,ქართული ოცნების" აქტივისტების დაკავებას ხელისუფლებისგან პოლიტიკური ოპონენტების მიმართ განხორციელებულ ანგარიშსწორებად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი უკანონოა. ,,ქუთაისში პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ...
,,დემოკრატიული მოძრაობის" განცხადებით, მიკროავტობუსებში რადიომიმღებების ჩახშობა საბჭოთა კავშირში დაბრუნებას ნიშნავს. ,,საქართველოს ხელისუფლებამ მოსახლეობა კიდევ ერთი აბსურდული, უგუნური გადაწყვეტილებით „გააბედნიერა", მოახლოებულ არჩევნებს კიდევ ერთი მზაკვრული ხრიკი მოახვია თავს-სამარშრ...
ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის სასამართლო განხილვა ორშაბათამდე 11 ივნისამდე გადაიდო. თბილისის საქალაქო სასამართლოში ოქმის განხილვა 11 ივნისს, 12:30 საათზე განახლდება. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების ინფორმაციით, მოსამართლემ კობა გოცირიძემ სასამართლო პროსესის დროს არ გაით...
10 ივნისს 14:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გამოფენა "ნაცნობი უცნობი აღმოსავლეთი" გაიხსნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თავისუფალი უნივერსიტეტის აზია-აფრიკის ინსტიტუტის სტუდენტების მიერ ჩინეთში, ირანში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, თურქეთსა დ...
"საქართველოს ბანკი" ხუთ ახალ ექსპრეს სერვისცენტრს ხსნის. ახალი ულტრათანამედროვე დიზაინის ექსპრეს სერვისცენტრები, მომხმარებელს მოხერხებულ, სწრაფ და მარტივ მომსახურებას, დღეიდან, შემდეგ მისამართებზე შესთავაზებს, ახალი ექსპრესსერვისცენტრი გაიხსნა: ნუცუბიძის 78-ნომერში, ზაჰესში- ავჭალის ქუჩა 28 ნომერში, ასევე...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ბოლო პერიოდში მედიაში გავრცელებულ სხვადასხვა მოსაზრებებს შპს „სტერეო+" სანქცირებასთან დაკავშირებით ეხმიანება და აღნიშნავს, რომ შპს „სტერეო+"-ის დირექტორის და დამფუძნებელს, დავით ზილფიმიანის საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნ...