დღეს, 28 ივნისს, ეროვნული ბანკის 7-დღიან N26, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 200 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა ხუთ კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 5.75 პროცენტი, მაქსიმალური 5.82 პროცენტი, საშუალო შეწონილი 5.78 პროცენტით განისაზღვრა....
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური თავის იაპონელ კოლეგას შეხვდება. სახელმწიფო კანცელარიის პრესამსახურის ინფორმაციით, იაპონიაში ვიზიტის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური შეხვდება იაპონიის პრემიერ-მინისტრს იოშიკო ნოდას (Yoshihiko Noda). ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები იაპონიი...
4 ივლისს, 13:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, გიორგი ნიკოლაძის სახელობის მცირე სააქტო დარბაზში, გაიმართება კიბერნეტიკის ინსტიტუტის ღია სემინარი თემაზე: "თხევადი კრისტალები და მათი გამოყენება თანამედროვე საინფორმაციო სისტემებში". მომხსენებელი - მთავარი მეცნ...
3 ივლისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტთან (დეპარტამენტის უფროსი ნოდარ ფოფორაძე) არსებული "ძვირფასი ქვების'' ექპერტ-შემფასებელთა მომზადების სპეციალიზებული კურსი იწყება. კურსების გავლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები: 1. ფოტოსურათი 3...
ხვალ, 29 ივნისს, 12:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სასწავლო და სამეცნიერო ცენტრის დირექტორის, ევგენია ვეიტსმანის, კომპიუტერული გრაფიკიის სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია. დუალური პროგრამა ისწავლება...
ხვალ, 29 ივნისს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დამწერლობის ფესტივალი გაიხსნება. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ქართული კალიგრაფიული წერის მასობრივი აქცია; კალიგრაფების ვორქშოფები; ანბანის თემაზე შექმნილი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა; კალიგრაფიის კონკურსის მონაწილეთა დაჯილდოება, მათი ნამუშევრების გამოფენა დ...
ხვალ, 29 ივნისს 19:00 საათზე, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში სოსო (სევარიონ) ნადირაძის საქველმოქმედო საღამო გაიმართება (ალექსიძის 1, კორ. 4). როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, პოეტ სევარიონ ნადირაძეს ექიმებმა დაუსვეს მძიმე დიაგნოზი: კორონარული არტერიების დაავადება. დაძაბვის სტენოკარდი...
სირიის დედაქალაქ დამასკოს ცენტრში ძლიერი აფეთქება მოხდა. სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, აფეთქება სამართლის სასახლის მიმდებარედ, ავტოსადგომზე მოხდა. თვითმხილლველთა განცხადებით, აფეთქებას ძლიერი ხმა ქონდა, ხოლო სასახლესთან შავი კვამლი ჩანდა. დაღუპულებისა და დასავებულეების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდე...
სექტემბერში საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის ანდრეს ფოგ რასმუსენის ვიზიტი იგეგმება. აღნიშნულის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო ნატო-ში გაწევრიანების გზა...
ამიერიდან, ეროვნული ბანკის საკოლექციო და ნუმიზმატიკური ფასეულობის შეძენა "ზარაფხანის" მაღაზიებშიც იქნება შესაძლებელი დღეს ეროვნულ ბანკში ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოს ეროვნულ ბანკსა და „ზარაფხანას" შორის. შეთანხმების თანახმად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საკოლექციო და სხვა საჭიროებისათვის დამზადებული ლარის ბან...
წინასაარჩევნო პროცესებზე დაკვირვების მიზნით IRI-ს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიები საქართველოში 24-26 ივლისს ჩამოვლენ. როგორც ჟურნალისტებთან, IRI -ს წარმომადგენელმა საქართველოში ანდრია კირბსმა განაცხადა გრძელვადიანი მისიის წარმომადგენლები საქართველოს რამდენიმე რეგიონში განთავსდებიან. "გრძელვადიანი სადამკვირვ...
აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს Must Cerry-ს პრინციპის დანერგვასთან დაკავშირებით კონსტრუქციულ და წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს. მისივე თქმით, ეს ფაქტი ხელს შეუწყობს მოქალაქეებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რამდენად მართებულია საკაბელო...
პოლიტიკურ პროცესებში მონაწილე ქალი კანდიდატების შესაძლებლობების გასავითარებლად აშშ-ის მთავრობამ 750 000 დოლარი გამოყო. Pპროგრამის ფარგლებში ქალი კანდიდატებისთვის ჩატარდება ტრენინგები და საინფორმაციო კამპანია პოლიტიკაში მონაწილე ქალები ჩართულობის შესახებ. ,,აშშ-ის მთავრობამ 750 000 დოლარი გამოყო. აღნიშნულ პ...
გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა მკაცრად გააკრიტიკა ირანის ვიცე-პრეზიდენტი მოჰამად რეზი რაჰიმი მისი გამონათქვამის გამო იმასთან დაკავშირებით, რომ "თალმუდის სწავლებამ ხელი შეუწყო ნარკოტიკების გავრცელებას". "გენერალურმა მდივანმა აერაერთხელ მოუწოდა ირანის ოფიციალურ პირებს თავი შეეკავეებინათ ანალოგიური განცხადებ...
ხვალ, 29 ივნისს, 16:00 საათზე, კოდის დასახლებაში (ქვემო ქართლის რეგიონი) ხელნაკეთი ნივთების სტუდია გახსნება. ხელნაკეთი ნივთების სტუდია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ ქალთა უფლებებისა და სოციალ ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის ფარგლებში გაიხსნე...