20 დეკემბერს, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზში ანსამბლი ტრიო "სიმი" კონცერტს გამართავს.
კონცერტი ანსამბლის შემოქმედებითი მოღვაწეობის 25 წლის იუბილეს ეძღვნება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა განუცხადა, " კონცერტზე ტრიო "სიმი" საზოგადოებისთვის ცნობილ სიმღერებს ახალი არანჟირებით შეასრულებს. კონცერტი 2 საათი გაგრძელდება."
საღამოს დასრულების შემდეგ საკონცერტო დარბაზის წინ ტრიო "სიმის" ვარსკვლავი გაიხსნება.
ღონისძიოების ორგანიზატორია საქართველოს კულტურის პალატა.
1988წლის დეკემბერში შეიქმნა ანსამბლი ტრიო "სიმი",რომლის წევრებიც არიან ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ინჟინრები: ზაზა ვეფხვაძე, რევაზ გელაშვილი და ზურაბ ცქიტიშვილი. 1991 წელს, ტრიომ ჩაწერა პირველი აუდიო კასეტა, სახელწოდებით ,,რეტრო", სადაც შევიდა ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები ქართული კინოფილმებიდან. ტრიო ,,სიმმა" 25 წლის განმავლობაში ქართული სიმღერა გააცნო მსოფლიოს მრავალ ქვეყანას ამერიკიდან, აზიის კონტინენტამდე.