14 დეკემბერს, 20:00 საათზე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში სერგეი ბეზრუკოვი შემოქმედებით საღამოს და სპექტაკლს "ხულიგანი. აღსარება" წარმოადგენს.
ცნობილი რუსი მსხაიობი სერგეი ბეზრუკოვი საქართველოს საიუბილეო მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ეწვევა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა განუცხადა, "საიუბილეო ტურნეს ფარგლებში სერგეი ბეზრუკოვი საქართველოს ეწვევა მოცეკვავეებით, მსახიობებით, 35 კაციანი ჯგუფით და ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში წარმოადგენს სპექტაკლს „ხულიგანი". მე ვარ ბედნიერი და უბედნიერესი ადამიანი, რომ ისინი ჩამოდიან საქართველოში და ეფერებიან ქართველ მაყურებელს."
ცნობილ რუს მსახიობს წელს 40 წელი უსრულდება. საიუბილეო მსოფლიო ტურნე მსახიობმა ზაფხულიდან დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ბეზრუკოვი თბილისს 2012 წელს, თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ესტუმრა, მაშინ მსახიობა სპექტაკლში „ზოგჯერ ბრძენიც ცდება", რუსთაველის თეატრის სცენაზე ითამაშა.
ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს კულტურის პალატა.
მასალის გამოყენების პირობები