სახალხო დამცველის აპარატი უახლოეს პერიოდში საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგს დაიწყებს. როგორც ჟურნალისტებთან სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა ასევე ცალკე მიმართულებად ჩამოყალიბდება ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრი.
"მიმდინარე წლის განმავლობაში ჩვენს ოფისში ცალკე ჩამოყალიბდა ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრი, ასევე გენდერული თანასწორობის ცენტრი და აპარატმა პირველად დაიწყო მუშაობა კონფლიქტის მოგვარების კუთხით. ეს ჩვენთვის ახალი სფეროა და მალე სახალხო დამცველის ოფისი ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგსაც დაიწყებს ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.