უკრაინამ შესაძლოა დსთ დატოვოს. ამის შესახებ „პეტრო პოროშენკოს ბლოკის" ფრაქციის წარმომადგენელმა ვიტალი კოვალჩუკმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ საკითხს დღეს უმაღლესი რადა განიხილავს. დსთ-დან გამოსვლის შესახებ კანონპროექტი უკრაინის პარლამენტში 27 ნოემბერს შევიდა. მანამდე კი უკრაინის მისისტრთა კაბინეტმა დსთ-ში...
8 დეკემბერს, 14:300 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იაპონელ პროფესორ აცუტო სუზუკის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭება. შესაბამის დიპლომს იაპონელ პროფესორს სტუ-ის რექტორი არჩილ ფრნგიშვილი გადასცემს. იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევითი ორგანი...
მასობრივი არეულობები მილანში. ასობით დემონსტრანტმა ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა ლა სკალას თეატრთან გააპროტესტა. დემონსტრანტებმა აქციის მოსაწყობად მილანის ოპერის თეატრი იმ მიზეზით აირჩიეს, რომ სეზონის გახსნაზე თეატრს პოლიტიკური ლიდერები სტუმრობდნენ. მანიფესტანტებმა შენობაში შეღწევა სცადეს, რაშიც მათ ხელი პოლიციამ შეუ...
რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა ნატოს საჰაერო სივრცე კიდევ ერთხელ დაარღვიეს. Ту-95 და Ту-22 ტიპის 6 სამხედრო თვითმფრინავი ალიანსის რადარებმა ბალტიის ზღვის აკვადორიაში დააფიქსირეს. მას შემდეგ, რაც „ნატოს" საჰაერო სივრცეში ალიანსის გაერთიანებული ძალების თვითმფრინავები გამოჩნდნენ, რუსულმა ავიაგამანადგუ...
უამინდობა იაპონიაში. ქვეყნის აღმოსავლეთ რაიონებში გადაუღებლად თოვს. თოვლის საფარის სიმაღლემ რიგ მონაკვეთებზე 40 სანტიმეტრს გადააჭარბა, რამაც საავტომობილო მოძრაობის პარალიზება გამოიწვია. შეფერხებით მუშაობს ადგილობრივი აეროპორტებიც. მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი სისტემაც, რის გამოც რამდენიმე დას...
ფილიპინებს ძლიერმა ქარიშხალმა გადაუარა. ტროპიკულმა შტორმმა "ჰაგულიტმა" 3 ადამიანი იმსხვერპლა, რამდენიმე კი მძიმედ დაშავდა. ქარიშხლის სიჩქარე საათში 150 კილომეტრს აღწევს. სტიქიური უბედურების ზონა ბოლო 48 საათის განმავლობაში 700 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ფილიპინები დამანგრეველი ქარიშხლებისგან ყოველწლი...
ისრაელისა და პალესტინის სახელმწიფოების თანაარსებობა რეგიონში მშვიდობის დამყარების ერთადერთი გზაა. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ განაცხადა. მისივე თქმით, ებრაული მხარის მიერ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ახალი დასახლებების მშენებლობა კრიზისს კიდევ უფრო აღრმავებს და ისრაელს საერთა...
სირია ისრაელისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვს. ოფიციალური დამასკოს ინფორმაციით, ებრაულმა მოიერიშე თვითმფრინავებმა დამასკოში აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია დაბომბეს. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ასადის ხელისუფლება ისრაელს ღია აგრესიაში ადანაშაულებს და საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მ...
უკრაინის პრეზიდენტი მინსკის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას მოითხოვს. ამის შესახებ პეტრო პოროშენკომ ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელ ჰაიდი ტალიავინთან შეხვედრისას განაცხადა. მხარეებმა აღმოსავლეთ უკრაინის კრიზისის დარეგულირების გზები განიხილებს. მანმადე უკრაინის ლიდერი დონბასში ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივით გამოვი...
დღეს, 8 დეკემბერს, 18:00 საათზე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის მცირე დარბაზში საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობენ: ლიზა კაკაბაძე, გვანცა ფუტკარაძე, ანა ფალავანდიშვილი, ნინა ნოზაძე, გიორგი სიხაშვილი, გიორგი აროშვილი, ქეთინო ასათაშვილი. პროგრამაშია:ბეთჰოვენის, შოპენი...
დღეს, 8 დეკემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიდარებს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გარემოს დაცვის სამინისტროს სინოპტიკოსმა ნინო წვერავამ განაცხადა მომდევნო დღეების განმავლობაში უნალექო ამინდი შენარჩუნდება და ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს. ,, დღეიდან გამოიდარებს და უნალექო ამინდს ველოდებით. ...
დღეიდან უკრაინას რუსული გაზის მიწოდება აღუდგება. ამის შესახებ „გაზპრომის" ოფიციალურმა წარმომადგენელმა სერგეი კუპრიანოვმა განაცხადა. მისივე განმარტებით, „ნეფტოგაზ უკრაინამ" „გაზპრომის" ანგარიშზე 378 მილიონი დოლარი გადარიცხა, რის სანაცვლოდაც 1 მილიარდ კუბამეტრ აირს მიიღებს. უ...
დღეს, 8 დეკემბერს, 16:00 საათზე, მწერალთა სახლში საქართველოს დამსახურებული მხატვრის ზაურ დეისაძის ნახატების ალბომის პრეზენტაცია გაიმართება. ზაურ დეისაძის შემოქმედებითი ცხოვრების ამოსავალი წერტილი და მთავარი თემა -ადამიანის მრავალსახეობისა და მრავალფეროვნებისადმი ინტერესია. სწორედ ადამიანებში პოულო...
დღეს, 8 დეკემბერს, 12:00 საათზე სასტუმრო „თბილისი-მარიოტიში" „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ მომზადებული საქართველოში აზარტული თამაშების ბაზრის პირველი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება. კვლევაში წარმოდგენლია ბაზრის ძირითადი მახასიათებლები, სტატისტიკური მონაცემები, ბაზრის ძირითადი მოთამაშ...
დღეს , 8 დეკემბერს საქართველოში გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ელოდებიან. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში გაიმართება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან თამარ ბერუჩა...