სკანდალურად ცნობილი რუსი მსახიობი მიხაილ პოროჩენკოვი დონბასში ჩასვლას კიდევ ერთხელ აპირებს. ამის შესახებ მან ყირიმში ჟურნალისტებს განუცხადა. "დონბასში ჩავალ არამხოლოდ ჩემი ფილმებით, არამედ იმისთვის, რომ ჩვენს ბიჭებს მხარდაჭერა გამოვუცხადო. უკრაინის პროტესტის მიუხედავად, ჩემი პოზიცია არ შეიცვლება. მე მხარს ვუჭერ ბიჭებს, რომლებიც დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან,"-განაცხადა მსახიობმა. პოროჩენკოვი კიევმა პერსონა ნონ გრატად მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ის სამხედრო კონფლიქტისას დონბასში ჩავიდა სეპარატისტთა პოზიციები მოინახულა. პოროჩევკოვმა უკრაინული პოზიციების მიმართულებით ტყვიამფრქვევიც ისროლა.