პაკისტანში სასიკვდილო განაჩენი აღასრულეს. მკვლელობაში ბრალდებული 12 ადამიანი ისლამაბადში ჩამოახრჩვეს. მათ ბრალად პეშევარში მასშტაბური ტერორისტული აქტის განხორციელება ედებოდათ, რასაც 150 ადამიანი, მათ შორის, ათობით ბავშვი ემსხვერპლა. ტერაქტამდე პაკისტანში სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი მოქმედებდა. მორატორიუმის გაუქმების შემდეგ სიკვდილით დასჯილთა რაოდენობამ ქვეყანაში 40-ს გადააჭარბა.