საომარ მოქმედებებში მონაწილე უკრაინელმა ძალოვნებმა კრეშატიკი გადაკეტეს. აქციის მონაწილე 500-მდე დემონსტრანტი ხელისუფლების მიერ დაპირებულ მიწის ნაკვეთებს ითხოვს. ისინი სოფლის მეორნეობის მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პერმამენტული აქციებით იმუქრებიან. აქციის მონაწილეების მტკიცებით, ხელისუფლება მათ გასულ წელს დონბასში მიწის ნაკვეთების უფასოდ გადაცემას დაჰპირდა, რასაც დღემდე არ ასრულებს.