ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკრაინაში ინფლაციის მაჩვენებელი 22 პროცენტამდე გაიზარდა. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იტყობინება. ვალერი გონტარევის განცხადებით, 7,5 პროცენტითაა შემცირებული მთლიანი შიდა პროდუქტიც, რაც იმას ნიშნავს, რომ დევალვაცია 100 პროცენტს შეადგენს. გონტარევის მტკიცებით, ეროვნუ...
ოკუპირებული აფხაზეთის დრანდას დასახლებაში დღეისთვის სირიიდან დაბრუნებული რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. რაც შეეხება სოხუმის რაიონის სოფელ მაჭარას, მის ერთ-ერთ უბანში ცალკე დასახლება ჩამოყალიბდა, სადაც არამარტო სირიიდან, არამედ თურქეთიდან და ჩრდილოეთ კავკასიიდან დაბრუნებული ეთნიკური აფხაზები კომპაქტურად ცხოვრო...
საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის სამხედრო მოსამსახურეებმა წინასაახალწლო განწყობა მრავალშვილიან ოჯახებს შეუქმნეს. დღეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის პირადმა შემადგენლობამ, დამდეგი ახალი წელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში,...
2014 წლის 30 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს გიორგი კლდიაშვილის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის საკითხის განხილვის თაობაზე. 2014 წლის 12 დეკემბერს, დეტექტივ-გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე ჩატარდა გიორგი კლდიაშვილის პირადი ჩხრეკა და მი...
წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2014 წლის ნოემბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა -0,5 პროცენტი, ხოლო 2014 წლის პირველი თერთმეტი თვის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 5,0 პროცენტი შეადგინა. 2012 წლის იანვრიდან საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდ...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის „სოლიდარობის ფონდმა" და მოძრაობამ „ვიზრუნოთ ერთმანეთზე" 30 დეკემბერს მორიგი საქველმოქმედო აქცია გამართა. აქციის ფარგლებში თბილისში მცხოვრებ 90 წელს გადაცილებულ დევნილებსა და მრავალშვილიან ოჯახებს, საერთო ჯამში 300-დე ოჯახს წინასაახალწლოდ საშობაო ნობათი გა...
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების მსჯავრდებულებს დამდეგი 2015 წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა. დედაქალაქის მერი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №11 დაწესებულებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან და თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომ...
,,ჩვენ უნდა განვსაზღვროთ პრიორიტეტები ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით და ისე მივიღოთ გადაწყვეტილება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საყდრისის თემაზე საუბრისას განაცხადა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე, ხელისუფლების პოზიცია კიდევ ერთხელ განმარ...
AirAsia-ს კუთვნილი სამგზავრო ლაინერის ფრაგმენტები მაშველებმა სავარაუდოდ უკვე აღმოაჩინეს. ინდონეზიის ტრანსპორტის სამინისტროს მონაცემებით, თვითმფრინავის რამდენიმე ფრაგმენტსა და ერთ ცხედარს სამაშველო სამსახურებმა კუნძულ ბორნეოს მიაკვლიეს. თვითმფრინავიდან გადაღებულ ფოტოებზე წყალში თვითმფრინავის ფორმის დიდი ლაქა ჩანს. წყლის ზედაპირზ...
საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ 2014 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით -16.9 მლრდ აშშ დოლარი (-29.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც მშპ-ს -102.1 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.1 მლრდ აშშ დოლარით (1.8 მლრდ ლარით), ხოლო წინა კვარტალთან შედარებით - 192.1...
2014 წელსსაქართველოში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა ბიზნეს ჯგუფმა - „ვისოლჯგუფმა" განვითარების ისტორიაში მნიშვნელოვანი მიღწევების ჩაწერა შეძლო და ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელება მოახერხა, რომელიც არა მხოლოდ თავად „ვისოლ ჯგუფისათვის", არამედ სრულიად საქართველოსთვისაა მნიშვნელოვანი. სა...
2014 წლის მესამე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 226.9 მლნ აშშ დოლარი (395.9 მლნ ლარი, მშპ-ს 5.3 პროცენტი) შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდოს ფორმირებაში წამყვანი წვლილი ტრადიციულად საქონლით ვაჭრობას შეაქვს. 2013 წლის გაუმჯობესების შემდეგ საქონლით ვაჭრობის ...
2014 წლის 30 დეკემბერს, ეროვნული ბანკის 92-დღიან N54, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა ორმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 4.65 პროცენტით, მაქსიმალური 4.85 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 4.84 ...
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 2014 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 13.1 მლრდ აშშ დოლარი (23.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 79.4 პროცენტია; აქედან, სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 5.3 მლრდ აშშ დოლარი (9.3 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 32.0 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის...
ახალი წლის დღეებში ტურისტების მოსაზიდად, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი სპეციალურ მარკეტინგულ ღონისძიებას ახორციელებს. პროექტი - „უპრეცედენტო ფასდაკლებების სეზონი აჭარაში" კერძო სექტორის სტიმულირებასა და არასეზონურ პერიოდში შიდა ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს. 25 დეკემბრიდან 1 მარტამდე აჭარაში ჩამ...