იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმეში ბრალდებული გია სოსანაშვილის ადვოკატი ვარაუდობს, რომ მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. ამ ინფორმაციას აბსურდულს უწოდებს იური ვაზაგაშვილის ადვოკატი. გაგი მოსიაშვილი ახალი დეტალების აღმოჩენის შესახებ საუბრობს, თუმცა განმარტავს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე მისი დაკონკრეტება არ შეუძლია. იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე აფეთქების შედეგად 20 იანვარს გარდაიცვალა. საქმეზე დაკავებულია ყოფილი სამართალდამცველი გია სოსანაშვილი.