მსახიობი გიორგი ნაკაშიძე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. ნაკაშიძე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ პოლიციამ ის დიღომში წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა. მომხდარზე საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლებით არის აღძრული. მსახიობს სავარაუდოდ დღეს გაათავისუფლებენ.