,,თავისუფალი დემოკრატების" წევრი, ახალციხის საკრებულოს იურიდიული კომისიის ყოფილი თავმჯდომარე შალვა გოგოლაძე თანამდებობაზე აღდგენას ითხოვს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, მათი პარტიის წევრის, ახალციხის საკრებულოს იურიდიული კომისიის ყოფილი თავმჯდომარის შალვა გოგოლაძის თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით დღეს...
ადამიანის უფლებათა დამცველები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას მიესალმებიან, რომლის მიხედვითაც ლგბტ-ს საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი ინიშნება. "ეს არის ისტორიული მომენტი და მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელსაც შეერთებული შტატების მთავრობამ მიაღწია არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პირთ...
კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრი ზაქარია ქუცნაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს. ქუცნაშვილის თქმით, იგი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის შემთხვევაში მზად არის პარლამენტის რიგები დატოვოს. ,,თუ პრეზიდენტი და პარლამენტი მხარს დაუჭერენ ჩემს კანდიდატურას, ვდგები იმ ვალდებულების წინაშე, რომ და...
ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ გალის მერის, ბესლან ხუხუნავას განცხადებით, ყველა სავაჭრო ობიექტი, ჯიხური თუ დახლი, რომელთა მეპატრონეები კომერციულ საქმიანობას უნებართვოდ ეწევიან ან რომლებიც პარკების ტერიტორიაზე, ქუჩაში ან ტროტუარზეა განთავსებული, დემონტაჟს დაექვემდებარება. ,,ჯიხურების დემონტაჟი უკვე დავიწყეთ. ყველაფერი...
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე. წ პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის სიძე ვადიმ ვალიევი, გუშინ საღამოს, ცხინვალში გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, 41 წლის ვალიევმა სავარაუდოდ თავი მოიკლა. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია. ვადიმ ვალიევი თიბილოვის ქალიშვილის, მარინა თიბილოვას ქმარი იყო და ოკუპი...
ფიფამ პრეზიდენტობის 4 კანდიდატის ვინაობა დაასახელა. მსოფლიოს საფეხბურთო ასოციაციის ხელმძღვანელის პოსტისთვის მოქმედი პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი, 2001 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, პორტუგალიელი ლუიშ ფიგუ, იორდანიის პრინცი ალი ბინ ალ-ჰუსეინი და ჰოლანდიის საფეხბურთო კავშირის თავმჯდომარე მიხაელ ვან პრააგი იბრძოლებენ. ა...
ბრიტანეთში ტერორიზმში ეჭვმიტანილებს ყოველდღიურად აკავებენ. ამის შესახებ ლონდონის პოლიციის უფროსის მოადგილემ მარკ როულიმ განაცხადა. მისივე თქმით, სპეცოპერაციები "ისლამური სახელმწიფოსგან" მომდინარე საფრთხეების გაზრდას უკავშირდება. ანტიტერორისტულ ოპერაციაში სკოტლანდ იარდის კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები...
კიევმა რამდენიმე ოლქში სასაზღვრო რეჟიმი დააწესა. მინისტრთა კაბინეტის განკარგულებით, სასაზღვრო კონტროლი დონეცკსა და ლუგანსკის ოლქებთან, ასევე, ხარკოვისა და ხერსონის რაიონებში დღეიდან გამკაცრდება. ოფიციალური კიევის განმარტებით, სასაზღვრო რეჟიმის შემოღება მიზნად უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას ისახავს, სეპარ...
ვითიბი ბანკი, კომპანია ელექტრონიკას პროდუქციის შეძენის მსურველებს სთავაზობს ონ-ლაინ განვადებას. დღეიდან, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად, შესაძლებელია არა მარტო სასურველი ნივთის შეძენა არამედ ონ-ლაინ განაცხადის შევსება და არჩეული ნივთის ვითიბი ბანკის განვადებით შეძენა. ამისთვის საჭიროა, სასურველი ელექტრონულ...
საქალაქო სასამართლოში თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმის არსებით განხილვა გაგრძელდება. პროცესზე თბილისის განვითარების ფონდის ეპიზოდზე იმსჯელებენ. სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებუელბების გამოკვლევა იგეგმება. ამასთან პროცესზე გამოძიება წერილობით მტკიცებულებებსაც წარადგენს. ,,ჩვენ ვიმყოფებით ბრალდები...
უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნგრელ კოლეგას ვიქტორ ორბანს შეხვდება. ორმხრივი დიალოგის შემდეგ, პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. დაგეგმილია შეხვედრა უნგრეთის რესპუბლიკის ეროვნული ...
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფოს კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის დაუფლების, სამსახურეობრივი სიყალბისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება - გამოყენების ფაქტზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს თემის ყოფილი და მოქმედი რწმუნებულები, ასევე ერთი მოქალაქე სისხლის სამარ...
საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი მიმდინარეობს. სწავლება ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის ფარგლებში (PFP) ტარდება. ზამთრის კურსს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 12 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის, თურქეთისა და სომხეთის ასევე, საჩხერის სამთო მომზადების სკოლის 3 და ...
ვაშინგტონი მინსკის შეხვედრას თვალს ყურადღებით ადევნებს. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯენ პსაკიმ განაცხადა. მისივე თქმით, ამერიკული მხარე შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა მხარეებთან აქტიურ კონტაქტში იქნება. ნორმანდიული ფორმატის შეხვედრა ბელარუსის დედაქალაქში 11 თებერვალს გაიმა...
ნიგერიაში ისლამისტები გააქტიურდნენ. "ბოკო ჰარამის" რადიკალური დაჯგუფების მებრძოლებმა იერიში მეზობელი კამერუნის ტერიტორიაზე მიიტანეს. ერთ-ერთი სოფლიდან მათ 30-მდე ადამიანი გაიტაცეს. ისინი ავტობუსიდან ჩამოსვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. კამერუნის ტერიტორიაზე ისლამისტები ნიგერიიდან ინტენსიურად ...