ჯონ მაკკეინი მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის უკრაინის რეფორმების საერთაშორისო საბჭოს წევრი გახდა, არ ადასტურებს. ამის შესახებ მან გამოცემა BuzzFeed-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. რესპუბლიკელი სენატორის თქმით, მას კიევმა საბჭოში მუშაობა მართლაც შესთავაზა, თუმცა მაკკეინს თანხმობა ჯერ არ უთქვამს. სენატორის განცხადებით, მას ამის საშუალება შესაძლოა ამერიკის სენატის განაწესმა არ მისცეს.რეფორმატორთა საბჭოს შექმნის განკარგულება გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა გამოსცა. საბჭოს საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უხელმძღვანელებს.