მორიგი თავდასხმა აფხაზეთში. სოხუმში დეფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი დაჭრეს. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების უფროსს, ბადრი ჯიკირბას ცეცხლი მიცუბიშის მარკის ავტომანქანიდან გაუხსნეს, რის შედეგადაც ის მხარში დაიჭრა. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ...
აზერბაიჯანი პირველ ევროპულ თამაშებს მასპინძლობს. “ბაქო 2015” დღეს ოფიციალურად, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიხსნება. ევროპულ თამაშებში, რომელიც ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება, 50 ქვეყნის 6 ათასი სპორტსმენპ მონაწილეობს. მათ შორის საქართველოს 105 წარმომადგენელია. ისინი სპორტის 17 სახეობაში ია...
თავდაცვის მინისტრი ევროპაში ვიზიტებს იწყებს. გვიან ღამით თინა ხიდაშელი საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც ფრანგ კოლეგასთან ერთად შეხვედრებს მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან გამართავს. თინა ხიდაშელი სამხედრო გამოფენასაც დაესწრება. ტურნეს ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ავსტრიისა და შვეიცარიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებთა...
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე საპარლამენტო უმცირესობას შეხვდება. ნაციონალური მოძრაობის წევრებს კითხვები ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობაზე აქვთ. ყოფილ მმართველ გუნდში აცხადებენ. რომ საუბარი ბიუჯეტის შესრულების პარამენტებსაც შეეხება, სადაც მათი მტკიცებით, ბევრი ხარვეზია. ...
საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 2014 წლის ანგარიშს განიხილავენ. წარმოდგენილ ანგარიშს აუდიტის სამსახურის მოხსენებაც ერთვის. კომიტეტის წინაშე მოხსენებით დამოუკიდებელი საბიუჯეტო ოფისიც წარსდგება. ბიუჯეტის შესრულების 2014 წლის ანგარიშის პლენარულ სხდომაზე განხილვა მომავალ სასესიო კ...
სიღნაღელი ფერმერები პრემიერ-მინისტრს მიმართავენ და დაყადაღებული ქონების გაყიდვის შეჩერებას სთხოვენ. მათი თქმით, რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა შემოსავლების სამსახურის სარჩელი და გვალვისგან დაზარალებულ მოსახლეობას დაყადაღებულ ქონებას აუქციონის წესით გაუყიდის. ფერმერების მტკიცებით, მათ 2014 წელს გვალვი...
ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა ატენის ხეობის სოფლების საცხოვრებელი სახლები გზები და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა. დახოცილია შინაური ფრინველი და წვრილფეხა ცხოველი. რამდენიმე საცხოვრებელი სახლი სოფელს მთლიანადაა მოწყვეტილი. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ატენის ხეობა უკვე მეორედ დაისეტყვა. ...
მინსკის სამშვიდობო შეთანხმების მიუხედავად, რუსეთი დონბასში იარაღის შეტანას განაგრძობს. ამის შესახებ გაეროში შეერთებული შტატების მუდმივმა წარმომადგენელმა სამანტა პაუერმა განაცხადა. მისივე თქმით, ვაშინგტონი უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მყარად უჭერს მხარს და ყირიმის ანექსიას არასდროს აღიარებს. “ჩვენ არ ...
საფრანგეთის პროკურატურამ ალპებში მომხდარი კატასტროფის წინასწარი გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა. უწყების დასკვნით, არანაირი ეჭვი იმისა, რომ "ჯერმანუინგზის" კუთვნილი თვითმფრინავი განზრახ არ ჩამოუგდიათ, არ არსებობს. როგორც გამოძიებით დადგინდა, თვითმფრინავი მეორე პილოტმა ანდრეას ლიუბიცმა მიზანმიმართულად ჩამოაგდო. ტრაგედ...
კიდევ ერთი რადიკალური დაჯგუფება, რომელიც ისლამურ სახელმწიფოს დაუპირისპირდა. ამჯერად ჯიჰადისტებს ომი ლიბანურმა შიიტურმა დაჯგუფებამ ჰეზბოლამ გამოუცხადა. დაჯგუფების მებრძოლებმა სირია-ლიბანის საზღვართან ისლამისტთა იერიში მოიგერიეს, შეტაკებებს ისლამური სახელმწიფოს რამდენიმე მებრძოლი ემსხვერპლა. პირველი რა...
სააკაშვილი ოდესაში გროშებზე მუშაობს. ამის შესახებ სააგენტო “ცენზორი” იტყობინება. გავრცელებული ინდფორმაციით, ოდესის გუბერნატორის ხელფასი 5644 გრივენს შეადგენს, რაც 267 დოლარის ექვივალენტია. სააკაშვილი ოდესის გუბერნატორის პოსტზე 30 მაისს პრეზიდენტ პოროშენკოს განკარგულებით დაინიშნა. მანამდე მა...
უკრაინის პრეზიდენტი მარიუპოლში იმყოფებოდა. პეტრო პოროშენკომ საფორტიფიკაციო ნაგებობები მოინახულა, რომლის მშენებლობაც უკრაინას მილიარდი გრივენი უჯდება და რომელმაც უკრაინა რუსული აგრესიისგან უნდა დაიცვას. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას უკრაინის ლიდერმა საკონსტიტუციო ცვლილებებზეც ისაუბრა, რომელსაც უმაღლესი რადა უახლო...
კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელის სულხან მოლაშვილის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში დისტაბილიზაციას გეგმავს. როგორც მოლაშვილმა „2030“-ში განაცხადა, მას აქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ სააკაშვილის მითითებით სტუდენტებს ფულის სანაცვლოდ სთავაზობენ ჩაერთონ ხელისუფლების დისკრედიტაციაზე მიმართულ მოქმედე...
კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი სულხან მოლაშვილი პატიმრობის აუტანელ პირობებს იხსენებს. როგორც მან გადაცემა „2030“-ში აღნიშნა, საკანში მისი მონახულების შემდეგ მონიტორინგის ჯგუფის წევრი ფილიპ დიმიტროვი [ევროკავშირის ყოფილი ელჩი საქართველოში - რედ.] შეუძლოდ გახდა. „სამონიტორი...
12 ივნისს, 18:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გაიხსნება უკრაინელი მხატვრის ოლგა პერტროვას პერსონალური გამოფენა “თბილისი - ჩემი სიყვარული”. ფილოსოფიის დოქტორი ოლგა პეტროვა, კიევში მოღვაწე ცნობილი მხატვარ...