ქაბულის მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობას თალიბანის რადიკალური დაჯგუფება იღებს. ტერაქტი დღეს დილით აეროპორტში განხორციელდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა ერთ-ერთი ტერმინალის შესასვლელთან ამოქმედდა, რასაც 5 ადამიანი ემსხვერპლა, 18 კი დაშავდა. ტერაქტი თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო.