ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა ისტორიულ ქალაქ პალმირაში ორი მავზოლეუმი ააფეთქეს. შედეგად, აბუ თალიბისა და ნიზარ აბუ ბაადინის სარკოფაგები მთლიანად განადგურდა. სირიის ისტორიული ქალაქი ჯიჰადისტებმა მაისში აიღეს და ტერიტორია მთლიანად დანაღმეს.
დღეს კანონმდებლები ეროვნული ბანკის 2014 წლის ანგარიშს მოისმენენ. დეპუტატები სასესიო ფორმატში შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების საკითხზეც იმსჯელებენ. დღის წესრიგშია ასევე განათლების კანონში შესატან ცვლილებათა პაკეტის განხილვა. დეპუტატები მიმდინარე კვირას ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის საკითხსა...
“საქართველოში ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობისა და დანახარჯების კვლევა 2014”- ამ სახელწოდების კონფერენციას მართავს ჯანდაცვის სამინისტრო, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, მსოფლიო ბანკის და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად. ღონისძიების მიზანია საქართველოში ჯანდაცვის სერვისებ...
თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა იოსებიძის ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ორმა უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი ახლობლებმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგ შეხვედრაზე დღეს საოკუპაციო ზოლთან ახლოს შექმნილ ვითრებას განიხილავენ. ერგნეთში სწორედ მავთულხლართების უკანონო მონტაჟით გამოწვეულ საკითხებზე იმსჯელებენ. ასევე მიმოიხილავენ 2008 წელს უგზო-უკლოდ გაუჩინარებული გრიგოლ ნალბანდოვისა და გასულ წელს უ...
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ დიცში სტუმრად მყოფი მამაკაცი დააკავეს. გოჩა ბერუაშვილი სოფელ შავშვების დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობს. როგორც ახლობები ამბობენ, ის დიციდან თივის ჩამოტანას აპირებდა. სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია.
დღეს ქვეყნის მასშტაბით ნალექიანი ამინდია მოსალონდელი. დღის მეორე ნახევრიდან იწვიმებს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში. ზოგგან შესაძლებელია სეტყვაც. აღმოსავლეთში ტემპერატურა 34-დან 37 გრადუსამდე დაფიქსირდება, ხოლო დასავლეთ საქართველოში 30 გარდუსამდე დათბება. ნალექიანი ამინდი ქვეყნის მასშტაბ...
სოფელ ახალდაბაში დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზი უკვე აღადგინეს. დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენამდე სოფლის 134 აბონენტის ელექტრომომარაგება დიზელ-გენერატორის საშუალებით ხორციელდებოდა. სამუშაოები ადგილზე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ და “თელასის” ტექნიკურმა დირექტორმა დაათვალიერეს.  ...
13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა და დაკარგულთა რაოდენობა უცვლელია. ამ დროის მონაცემებით გარდაცვლილია 19, ხოლო უგზო-უკვლოდ დაკარგულია 3 ადამიანი. ზოოპარკის ადმინისტრაციის ცნობით, კვლავ ეძებენ ვეფხვს და ზოლიან აფთარს. როგორც კრიზისების მართვის საბჭოში აცხადებენ, კლინიკებს სტიქიით დაზარალებულმა 50 პაციენტმა მიმართა, მათგან 4 კვლ...
ამერიკის ეროვნული უშიშროების სააგენტო 2006-2012 წლებში საფრანგეთის პრეზიდენტების, ჟაკ შირაქის, ნიკოლა სარკოზისა და ფრანსუა ოლანდის წინააღმდეგ ჯაშუშობდა. ამის შესახებ სკანდალური ინტერნეტ-პორტალი “ვიკილიკსი” იტყობინება. საიტზე უწყების სადაზვერვო ანგარიშიც არის გამოქვეყნებული, საიდანაც დგინდება, რომ ამერიკულ...
12 თებერვალს მინსკში მიღწეულ შეთანხმებას ალტერნატივა არ გააჩნია. ამ კომენტარით შემოიფარგლა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პარიზში საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ. მხარეებმა უკრაინაში შექმნილი ვითარება კიდევ ერთხელ განიხილეს, თუმცა შეხვედრა ამჯერადაც კონკრეტული შედეგების გარეშე დასრულდა. საკონტ...
ერევნის აქციის მონაწილეები პრეზიდენტთან შეხვედრაზე უარს აცხადებენ. სერჟ სარგსიანი მომიტინგეთა საკოორდინაციო ჯგუფთან შეხვედრას დათანხმდა, თუმცა ქვეყნის პირველ პირთან შეხვედრა თავად დემონსტრანტებმა არ ისურვეს და ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილების გაუქმებას უპირობოდ მოითხოვენ. აქციის მონაწილეებმა მარშალ ბაგრამ...
"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის თქმით, „მთელს მსოფლიოში თავი მოგვეჭრებოდა, ბულგარეთის პრეზიდენტი რომ დაეგლიჯა იმ ვეფხვს“. ასე გამოეხმაურა პოლიტიკოსი "არჩევანის" ეთერში მთავრობის მოქმედებებს კრიზისულ ვითარებაში. „იმ ადგილიდან, სადაც ვეფხვმა ახალგაზრდა მამაკაცი დაგლიჯა, 50 ...
საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი მინაშვილის აზრით, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო მოქალაქეებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამის შესახებ დეპუტატმა „არჩევანის“ ეთერში გაბაცხადა. „უსაფრთხოების საბჭო შეიქმნა თითქოს იმ მიზნით, რომ უფრო მეტი კოორდინაცია და უსაფრთხოების გარანტია ყოფილი...
ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ბიძინა ივანიშვილის მიმართ მორიგი პრეტენზია გამოთქვა. როგორც ნათელაშვილმა „არჩევანში“ განაცხადა, „დიდი ტრაგედიის შემდეგაც ივანიშვილი 4 დღე დაიმალა და ნეტავ არ გამოჩენილიყო“. ლეიბორისტის კრიტიკა ივანიშვილის განცხადებამ თბილისში...