ერევნის აქციის მონაწილეები პრეზიდენტთან შეხვედრაზე უარს აცხადებენ. სერჟ სარგსიანი მომიტინგეთა საკოორდინაციო ჯგუფთან შეხვედრას დათანხმდა, თუმცა ქვეყნის პირველ პირთან შეხვედრა თავად დემონსტრანტებმა არ ისურვეს და ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილების გაუქმებას უპირობოდ მოითხოვენ. აქციის მონაწილეებმა მარშალ ბაგრამიანის პროსპექტზე ბარიკადები ააგეს და დაშლას მანამდე არ აპირებენ, სანამ ხელისუფლება მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს. დემონსტრანტებს ცნობილი საზოგადო მოღვაწეები და ხელოვანებიც შეუერთდნენ. პოლიციას ამჯერად მანიფესტანტთა წინააღმდეგ ძალა არ გამოუყენებია. ანალოგიური აქცია იმართება სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქ გიუმრიშიც.