ENG / RUS       12+

ყველა სიახლე

  • ტუსკი მეორე ვადით აირჩიეს

    ტუსკი მეორე ვადით აირჩიეს

    პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ევროსაბჭოს პრეზიდენტად კიდევ ერთი ვადით აირჩიეს. მან 27 ხმა მიიღო ერთის წინააღმდეგ. ტუსკი ევროსაბჭოს პრეზიდენტი 2014 წელს გახდა. უფლებამოსილების ვადა მას 31 მაისს ეწურება. პოლონეთის მმართველი პარტია მის კანდიდატურას მხარს არ უჭერდა და პრეზიდენტის პოსტზე...

    10 მარტი 2017, 00:19
  • პორტუგალიაში ნიანგის უძველესი კვერცხები აღმოაჩინეს

    პორტუგალიაში ნიანგის უძველესი კვერცხები აღმოაჩინეს

    დასავლეთ პორტუგალიაში ნიანგის უძველესი კვერცხები აღმოაჩინეს. ისინი საუკეთესო მდგომარეობაშია შემონახული. ახალი აღმოჩენა 125 მილიონი წლით თარიღდება. მეცნიერთა ვარაუდით ნიანგები დედამიწაზე 200 მილიონი წლის წინ გაჩდნენ.  

    10 მარტი 2017, 00:14
  • „არ მეპარება ეჭვი, რომ მამა გიორგიმ ციანიდი შეიძინა" - ირაკლი მამალაძე

    „არ მეპარება ეჭვი, რომ მამა გიორგიმ ციანიდი შეიძინა" - ირაკლი მამალაძე

    „მე არცერთ ეტაპზე არ მეპარება ეჭვი, რომ მამა გიორგიმ ციანიდი შეიძინა", - ამის შესახებ პროკურატურის მოწმე ირაკლი მამალაძე ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში საუბრობს. „მე არცერთ ეტაპზე არ მეპარება ეჭვი, რომ მამა გიორგიმ ციანიდი შეიძინა. რომელ რეგიონში, სად, მას აჩუქეს ...

    09 მარტი 2017, 23:25
  • წმინდა სინოდი ენდობა გამოძიებას

    წმინდა სინოდი ენდობა გამოძიებას

    სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ საზოგადოებას სინოდის დღევანდელ სხდომაზე განხილული საკითხები გააცნო. "კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე შეეხო ეკლესიაში განვითარებულ მოვლენებს, მან მწუხარებით აღნიშნა, რომ გახშირდა შემთხვევები, როდესაც სასულიერო პირები საჯარო სივრცეში ერთმანეთის მისამართით შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ და რომ მორწმუნე საზოგადოებისათვის გ...

    09 მარტი 2017, 21:41
  • დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები ფარული ჩანაწერების სრული ვერსიის გასაჯაროებას ითხოვენ

    დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები ფარული ჩანაწერების სრული ვერსიის გასაჯაროებას ითხოვენ

    დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები ფარული ჩანაწერების სრული ვერსიის გასაჯაროებას ითხოვენ. სინოდის სხდომის პარალელურად, მამა გიორგი მამალაძის უფლებების დამცველები ბრალდებულთან იმყოფებოდნენ. ბრალდებულის ადვოკატი არ აკონკრეტებს, ვის გულისხმობდა დეკანოზი იმ პირებს შორის, ვისგანაც ჩანაწერის მიხედვით, ის ციანიდის საყიდლად ფულს ელოდ...

    09 მარტი 2017, 21:23
  • „პრეზიდენტის არჩევნები არაპირდაპირი უნდა იყოს“ - ვახტანგ ხმალაძე

    „პრეზიდენტის არჩევნები არაპირდაპირი უნდა იყოს“ - ვახტანგ ხმალაძე

    ვფიქრობ რომ უფრო სწორი იქნება, თუკი პრეზიდენტის არჩევნები იქნება არაპირდაპირი, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ გადაცემა "პრიორიტეტებში" განაცხადა.  მისი თქმით, საქართველო საპარლამენტო მმართველობის მქონე ქვეყანაა და უმჯობესი იქნება თუ პრეზიდენტსაც პარლამენტი აირჩევს. "გამომდინარე იქ...

    09 მარტი 2017, 21:05
  • საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პრეზიდენტთან დაგეგმილ შეხვედრას ბოიკოტს უცხადებენ

    საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პრეზიდენტთან დაგეგმილ შეხვედრას ბოიკოტს უცხადებენ

    პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებული საგანგებო განცხადების შემდეგ ცნობილი ხდება, რომ ხვალინდელ განხილვაზე დასწრებაზე უარი თქვეს საკონსტიტუციო კომისიის წევრებმაც უმრავლესობიდან. მათი განცხადებით, პრეზიდენტის უფლებამოსილებაში არ შედის საკონსტიტუციო საკითხებზე მსჯელობა და მისი ინიციატივა სხვა არაფერია, თ...

    09 მარტი 2017, 20:23
  • ქუვეითური ფონდის დაფინანსებით, ხულო-გოდერძის საგზაო მონაკვეთი დაფინანსდება

    ქუვეითური ფონდის დაფინანსებით, ხულო-გოდერძის საგზაო მონაკვეთი დაფინანსდება

    არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის დაფინანსებით, ბათუმი - ახალციხის გზის ხულო-გოდერძის მონაკვეთის მშენებლობა დაფინანსდება. შესაბამისი შეთანხმების რატიფიცირება  საქართველოს პარლამენტში განხორციელდა, რომლის თანახმადაც საქართველო არაბული ფონდიდან 8 მლნ ქუვეითურ დინარს (26,5 მილიონი აშშ ...

    09 მარტი 2017, 20:20
  • ნიკოლოზ გაგუა: საერთაშორისო ინვესტორები საქართველოს მთავრობის პოლიტიკას ნდობას უცხადებენ

    ნიკოლოზ გაგუა: საერთაშორისო ინვესტორები საქართველოს მთავრობის პოლიტიკას ნდობას უცხადებენ

    „ჩვენს რეგიონში მხოლოდ საქართველომ შეძლო საერთაშორისო რეიტინგების შეინარჩუნა,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ საპარლამენტო გამოსვლისას. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს პოზიციების გაუმჯობესებას მსოფლიო ბანკის ავტორიტეტულ რეიტინგში „ბიზნესის კეთებ...

    09 მარტი 2017, 20:11
  • პარლამენტმა აშშ-ის საგრანტო შეთანხმებებს მხარი დაუჭირა

    პარლამენტმა აშშ-ის საგრანტო შეთანხმებებს მხარი დაუჭირა

    საქართველოს პარლამენტმა რატიფიცირება გაუკეთა საგრანტო შეთანხმებებს საქართველოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შორის, რომლითაც გაიზარდა გრანტის მოცულობა შემდეგი მიმართულებებით: „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა“, „მზარდად სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადოება“...

    09 მარტი 2017, 20:08
  • “ერთსულოვნების” თანამშრომლები პატრიარქს სთხოვენ მეუფე პეტრე თანამდებობაზე დატოვოს

    “ერთსულოვნების” თანამშრომლები პატრიარქს სთხოვენ მეუფე პეტრე თანამდებობაზე დატოვოს

    საპატრიარქოს ტელევიზიის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქს მიტროპოლიტი პეტრეს ტელევიზიის დირექტორის თანამდებობაზე დატოვებას სთხოვენ: “მოგეხსენებათ, რომ დღეს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნების” დირექტორის თანამდე...

    09 მარტი 2017, 19:46
  • გიორგი ალიბეგაშვილმა „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

    გიორგი ალიბეგაშვილმა „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

    თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობამ „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრით დაზარალებულებთან მორიგი შეხვედრა გამართა, რომლის დასრულების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ მედიისთვის კომენტარი გააკეთა. გიორგი ალიბეგაშვილის თქმით, საკრებულოს უმრავლესობა დაზარალებულებს ბოლოს 7 მარტს შეხვდა, სადაც აღინიშნა, ...

    09 მარტი 2017, 19:20
  • პრემიერს არა ერთხელ გაუკეთებია ძალიან უხერხული, ტყუილი განცხადებებიც - ელენე ხოშტარია

    პრემიერს არა ერთხელ გაუკეთებია ძალიან უხერხული, ტყუილი განცხადებებიც - ელენე ხოშტარია

    „სამწუხაროდ, პრემიერმინისტრს არა ერთხელ გაუკეთებია ძალიან უხერხული, მე ვიტყოდი ტყუილი განცხადებებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ცხადია ეს ასახავს ხელისუფლების ზოგადად უხერხულობას, რომელშიც ისინი ჩავარდნენ, როდესაც მათთვის მოულოდნელად, ევროპელი სასამართლო დადგა დემოკრატიის, ამ შემთხვ...

    09 მარტი 2017, 19:10
  • ამერიკელი რეინჯერები სირიისაკენ მიემართებიან

    ამერიკელი რეინჯერები სირიისაკენ მიემართებიან

    აშშ  სირიაში რამოდენიმე ასეულ ჯარისკაცს აგზავნის. მათ ევალებათ დახმარება გაუწიონ ოპოზიციურ „სირიის დემოკრატიულ ძალებს“ „ისლამური სახელმწიფოს“  წინააღმდეგ ბრძოლაში.  მებძოლებს მიზნად აქვთ ქალაქ რაქას აღება, რომელიც ტერორისტთა დედაქალაქად მოიაზრება. დამატებით 1000-მდე სამხ...

    09 მარტი 2017, 18:50
  • საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები ვაშინგტონში,  აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ

    საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები ვაშინგტონში, აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ

    ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტად მყოფი საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სოფო კილაძის, ნინო გოგუაძის, გიორგი ხატიძის, ირაკლი მეზურნიშვილის და ლელა ქებურიას შემადგენლობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში მაღალი დონის შეხვედრებს მართავენ. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქართველმა კანონმდებლებმა ამერიკელ კონგრესმენებთან: ტე...

    09 მარტი 2017, 18:49