„სამწუხაროდ, პრემიერმინისტრს არა ერთხელ გაუკეთებია ძალიან უხერხული, მე ვიტყოდი ტყუილი განცხადებებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ცხადია ეს ასახავს ხელისუფლების ზოგადად უხერხულობას, რომელშიც ისინი ჩავარდნენ, როდესაც მათთვის მოულოდნელად, ევროპელი სასამართლო დადგა დემოკრატიის, ამ შემთხვევაში რუსთავი 2-ის მხარეს. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ხელისუფლებას სილა გააწნა და პირდაპირ დაადანაშაულა ფუნდამენტური ღირებულებების დარღვევაში. ისინი რეალურად აპირებენ, რომ პრეზიდენტის არჩევითობა გააუქმონ, ანუ ხალხს წაართვან არჩევანი, რომ ავირჩიოთ პრეზიდენტი და ჩაიგდონ სრულად ძალაუფლება. ეჯინებიან რუსთავი 2-ს, საზოგადოებას და მუქარას ისვრიან. პირველ რიგში, ისინი აზიანებენ თავის თავს და მეორეს მხრივ, აზიანებენ ქვეყანას," -განაცხადა ელენე ხოშტარიამ.