აშშ სირიაში რამოდენიმე ასეულ ჯარისკაცს აგზავნის. მათ ევალებათ დახმარება გაუწიონ ოპოზიციურ „სირიის დემოკრატიულ ძალებს“ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში. მებძოლებს მიზნად აქვთ ქალაქ რაქას აღება, რომელიც ტერორისტთა დედაქალაქად მოიაზრება.
დამატებით 1000-მდე სამხედრო კი ქუვეითში განათავსეს, რათა საჭიროების შემთხვევაში მათ სწრაფად შეძლონ ერაყში ან სირიაში გადასვლა.ყოველივე ეს ბარაკ ობამას მიერ გაცემული ბრძანების შედეგია, რომელიც სირიაში 500 ამერიკელ მებრძოლზე მეტის ყოფნას კრძალავს.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გადადგმული ნაბიჯები ექსპერტთა წრეებში ეჭვს იწვევს, რომ შესაძლოა ამერიკამ მორიგი ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს, ამჯერად უკვე სირიაში.