პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მეორე სემინარის მუშაობაში. მან დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და სემინარის მონაწილე ბიზნესის წარმომადგენლებს ს...
ვისკონსინში სროლის ხმა ისმოდა. ახალგაზრდა მამაკაცმა ცეცხლი ავტორალიზე გახსნა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილტაგან 2 ილინოისის მცხოვრებია. თავდამსხმელმა გაქცევა შეძლო. სამართალდამცველები მას ამ დრომდე ეძებენ. დანაშაულის მოტივი უცნობია.
სომხეთში რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. 20 წლის რადმირ ფილიპოვის ცხედარი მაშველებმა სევანის ტბაში იპოვნეს. ფილიპოვი გიუმრის სამხედრო ბაზაზე მსახურობდა. სევანის ტბაზე ის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
GEM Fest-ზე დასაქმებულებმა, კუთვნილი ანაზღაურების მოთხოვნით, ფესტივალის ტერიტორიაზე შესასვლელი გადაკეტეს. როგორც ბილეთების კონტროლზე დასაქმებული 42 ადამიანი აცხადებს, მათ ხელშეკრულებით, 500-500 ლარი ეკუთვნით, მაგრამ 100-100 ლარი გადაუხადეს. "არავის შევუშვებთ, სანამ არ შეასრულებენ ჩვენს მოთხოვნას", - ამბობს ერთ-ერთი...
მარნეულის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი თანამდებობას ტოვებს. თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებით თოფჩიშვილმა მარნეულის საკრებულოს 11 აგვისტოს მიმართა. მერაბ თოფჩიშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საკრებულომ უნდა იმსჯელოს. როგორც თოფჩიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, ბოლო თვეების განმავლ...
ახალციხე - ვალეს გზაზე ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სოფელ სხვილისთან, ფერდობზე ბალახებსა და ბუჩებს მოედო. ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ფოტო: ანი ქავთარაძე
15-17 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ელჭექის ხასიათის ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შესაძლებელია სეტყვა. მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება 15 - 16 აგვისტოს +29, +34, ხოლო 17 აგვისტოს +25, +30 გრადუსამდე.
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მესამე სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თანათავმჯდომარე, შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი უძღვებოდა. სხდომას კომისიის წევრები − აღმასრულებელი ხელისუფლების, საარჩევნო პროცესში ჩართული პოლიტიკური პარტიებისა და ბლოკების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგან...
14-მა უცხოელმა ინვესტორმა, პროტესტის ნიშნად, დავით აღმაშენებლის განახლებულ გამზირზე ბარები და კაფეები დახურა. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მეპატრონეებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც თბილისის მერიამ მათ საფეხმავლო ქუჩაზე ღია ტერასების დემონტაჟი მოსთხოვა და 10 000 ლარიანი ჯარიმით დაემუქრა. მათი...
„ჯეოსელი“ აბონენტებს მათი პერსონალური ინფორმაციის მესამე პირებისთვის გადაცემაზე თანხმობას სთხოვს. შესაბამისი ცვლილება „ჯეოსელის“ სააბონენტო ხელშეკრულებაში შევიდა, რომელიც ძალაში 1 სექტემბრიდან შევა. კომპანიაში ამბობენ, რომ ამ ცვლილებებით დაიხვეწა მონაცემთა დამუშავებასთან დაკავში...
უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ვლადიმირ ომელიანი იმედოვნებს, რომ Ryanair-თან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემდეგ, «ბორისპოლის“ აეროპორტისთვის სახელის გადარქმევის ინიციატივა დღისწესრიგში დადგება. „ვიმედოვნებ, რომ Ryanair-თან ურთიერთობების გარკვევის შემდეგ „ბორსპოლისთვის&l...
"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ყველა ქვეყანაში ჩავა, სადაც ჩასვლა საქართველოს წაადგება და ერთ-ერთი ასეთი ადგილი რუსეთია. „ყველგან ჩავალ, სადაც ჩასვლა ჩემს ქვეყანას წაადგება, ამერიკის მონებად ქცეული პოლიტიკოსების კომენტარების არ შემეშინდება. ასეთი ადგილებია აფხაზეთი და სამაჩ...
ესპანეთის სუპერთასის პირველი შეხვედრა „რეალმა“ მოიგო. სამეფო კლუბმა „ბარსელონა“ გასვლაზე 3:1 დაამარცხა. ანგარიში მეორე ტაიმის დასაწყისში პიკეს ავტოგოლით გაიხსნა. მესიმ ანგარიში პენალტით გაათანაბრა. ამის შემდეგ კი კატალონიელთა კარი კრიშტიანო რონალდომ და მარკო ასენსიომ აიღეს. სუპერთა...
ამერიკის ვიცეპრეზიდენტი ულტრამემარჯვენეების ქმედებებს გმობს. „ყოველგვარი ძალადობა და სიძულვილი ჩვენთვის მიუღებელია. ვგმობთ სუპრემასისტებისა და ნაციონალისტების ქმედებებს,“-აღნიშნა მაიკ პენსმა. ულტრამემარჯვენეებსა და მემარცხენეებს შორის შეტაკებები ვირჯინიის ქალაქ შარლოტსვილში უკვე მესამე დღეა, გრძელდება. მა...
უამინდობა ბანგლადეშში. ხანგრძლივმა სეზონურმა წვიმამ ქვეყნის ჩრდილო-სადავლეთ ნაწილში მდინარეების ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც ათობით დასახლებული რაიონი დაიტბორა. სტიქიამ, ბოლო მონაცემებით, 13 ადამიანი იმსხვერპლა, რამდენიმე კი დაკარგულად ითვლება. ყველაზე დიდი ზარალი წყალდიდობამ ჯინაჯპურის ოლქს მიაყენა....