ამერიკის ვიცეპრეზიდენტი ულტრამემარჯვენეების ქმედებებს გმობს.
„ყოველგვარი ძალადობა და სიძულვილი ჩვენთვის მიუღებელია. ვგმობთ სუპრემასისტებისა და ნაციონალისტების ქმედებებს,“-აღნიშნა მაიკ პენსმა.
ულტრამემარჯვენეებსა და მემარცხენეებს შორის შეტაკებები ვირჯინიის ქალაქ შარლოტსვილში უკვე მესამე დღეა, გრძელდება. მასობრივი არეულობების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა.