უამინდობა ბანგლადეშში. ხანგრძლივმა სეზონურმა წვიმამ ქვეყნის ჩრდილო-სადავლეთ ნაწილში მდინარეების ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც ათობით დასახლებული რაიონი დაიტბორა. სტიქიამ, ბოლო მონაცემებით, 13 ადამიანი იმსხვერპლა, რამდენიმე კი დაკარგულად ითვლება. ყველაზე დიდი ზარალი წყალდიდობამ ჯინაჯპურის ოლქს მიაყენა.