დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის შეთანხმება ბრექსიტის შესახებ. შეთანხმებას 330-მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ 231 წავიდა.
კანონპროექტი საბოლოო პარლამენტის ლორდთა პალატას გადაეგზავნება. მოელიან, რომ ზედა პალატაში განხილვას მომავალი კვირიდან შეუდგებიან.
თემთა პალატამ პრემიერ-მინისტრ ჯონსონის მომზადებული შეთანხმება პირველ მოსმენაზე ჩააგდო, რასაც შემდეგ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოჰყვა, რომელიც კონსერვატორების ტრიუმფალური გამარჯვებით დასრულდა.
კანონპროექტი ითვალისწინებს ევროკავშირიდან გასვლას 2020 წლის 31 იანვრამდე. ამის შემდეგ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირთან და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან სავაჭრო შეთანხმებების გაფორმებასთან დაკავშირებით.
ბორის ჯონსონმა მთავრობას ამ საქმიანობისთვის წლის ბოლომდე მისცა ვადა.
ევროკომისიიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ბორის ჯონსონთან შეხვედრის შემდეგ, განაცხადა, რომ ამ ვადაში ყოვლისმომცველი შეთანხმების გაფორმება წარმოუდგენელია. იგივეს ფიქრობს ბრიტანეთის ოპოზიცია.