თბილისის საკრებულოსთან დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს.
სამოქალაქო აქტივისტები ერეკლე კუხიანიძის მიერ ოკუპირებული ცხინვალის ტყვეობაში მყოფი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებას გმობენ და მოითხოვენ, დატოვოს საკრებულოს დეპუტატის მანდატი.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორები არიან მოძრაობა "სირცხვილია", შეცვალე" და ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობა.
საზოგადოების აღშფოთება ერეკლე კუხიანიძის მიერ 14 დეკემბერს გამოქვეყნებულმა პოსტმა გამოიწვია, სადაც ის შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს და მათ "პროვოკატორებს" უწოდებს.
გარდა ამისა, კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, სადაც საზოგადოებას "ღრმა ფსიქიკური აშლილობის" დიაგნოზი დაუსვა.
ფოტო: ელენე ხოშტარია