ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით, მეორე შეხვედრას გამართავენ.
შეხვედრა სასტუმრო "შერატონში" 18:00 საათზე დაიწყება.
განხილვის მთავარი თემა კვლავ საარჩევნო სისტემა იქნება. ოპოზიცია ე.წ. გერმანული მოდელის მიხედვით შემუშავებული საარჩევნო სისტემის შემოღებას ითხოვს. საპასუხოდ ხელისუფლება აცხადებს, რომ აღნიშნული მოდელი საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.
ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების პირველი შეხვედრა 30 ნოემბერს გაიმართა.