უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო პარიზში დაგეგმილი "ნორმანდიული ოთხეულის" სამიტზე ღელავს და ქვეყნის მოქმედ ლიდერს ვოლოდიმირ ზელენსკის ურჩევს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს პირისპირ არ შეხვდეს.
"ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა: არ ენდო პუტინს... ვურჩევდი (ზელენსკის) თავიდან აირიდოს პუტინთან პირისპირ შეხვედრა", - წერს პოროშენკო გამოცემა "უკრაინსაკია პრავდას" ბლოგში.
ის ზელენსკის ასევე ურჩევს არ ჩართოს "ნორმანდიული სამიტის" დღის წესრიგში გაზის საკითხი, რათა რუსეთს არ მიეცეს შესაძლებლობა უკრინისთვის შეთანხმების არახელსაყრელი პაკეტის ფორმირება, რომლის შედეგადაც უკრაინა იაფი გაზის გამო მნიშვნელოვან დათმობებზე წავა.
"ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრა პარიზში 9 დეკემბერს იმართება.
რუსული მხარის განცხადებით, სამიტის ფარგლებში, შესაძლოა, პუტინისა და ზელენსკის პირისპირ შეხვედრა გაიმართოს.
ცნობისთვის, გერმანია, საფრანგეთი და უკრაინა "ნორმანდიული ოთხეულის" წევრები არიან, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით არის შექმნილი.
"ნორმანდიული ფორმატის" მეოთხე წევრი ქვეყანა რუსეთია, რომელიც ბოლო ორი წელი არ იღებდა მოლაპარაკებებში მონაწილეობას.