საქართველოს ნაციონალური ბალეტი ”სუხიშვილი” მოითხოვს, დაუყოვნებლად გაათავისუფლონ ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი და შესაბამის ვიდეომიმართვას ავრცელებს.
"სუხიშვილები" სთხოვენ კოლეგებს მსოფლიოს გარშემო, რომ დაეხმარონ პროტესტის გავრცელებაში.
ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ეს ის სიტუაციაა, რომელიც საერთაშრისო საზოგადოების მხრიდან ყურადღებას, ჩართულობას და ზომებს მოითხოვს, რათა მოხდეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერა მის საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში.
საქართველოს ეროვნულ ბალეტს სურს, გამოხატოს პროტესტი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე ვთხოვთ ჩვენს კოლეგებს მსოფლიოს გარშემო, დაგვეხმარონ ამ პროტესტის გავრცელებაში“,- აღნიშნულია მიმართვაში, რომელსაც „სუხიშვილები“ ავრცელებენ.