ერგნეთში ჩაშლილი შეხვედრის შესახებ ევროკავშირის მონიტორინგის მისია განცხადებას ავრცელებს.
"2019 წლის 29 აგვისტოს ერგნეთში გაიმართა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 95-ე შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელი ერიკ ჰოეგი და სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენელი რუდოლფ მიხალკა.
ერიკ ჰოეგმა მიმოიხილა მექანიზმის ბოლო შეხვედრის, 2019 წლის 18 ივლისის, შემდგომ განვითარებული მოვლენები. მან აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ განვითარებულმა, კერძოდ კი გუგუტიანთკარისა და წნელისის მიმდებარედ შემაშფოთებელმა მოვლენებმა, უარყოფითად იმოქმედა საერთო უსაფრთხოებაზე.
შეხვედრის თანათავმჯდომარეებმა ხაზი გაუსვეს დაძაბულობის შემცირებაში დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობას და მონაწილეებს შეახსენეს, რომ ფოკუსირება მოახდინონ კოფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე.
მათ ასევე აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია ინფორმაციის გაცვლა ყველა საკომუნიკაციო არხის მეშვეობით, განსაკუთრებით კი, კონკრეტული ღონისძიების შესახებ ადრეული გაფრთხილების აუცილებლობა.
შეხვედრაზე მონაწილეები აქტიურად ცვლილდნენ მოსაზრებებს წნელისის ირგვლივ დაკავშირებულ საკითხებზე.
სამწუხაროდ, შეუძლებელი აღმოჩნდა დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხის განხილვა, რადგან შეხვედრა ჩაიშალა.
შემდეგი შეხვედრა 2019 წლის 2 ოქტომბერს ჩაინიშნა", - ნათქვამია განცხადებაში.