მოქალაქეებისა და პოლიტიკოსების ყურადღება, ამ ეტაპზე, ამაზონის ჯუნგლებში არსებულ ხანძრების უკავშირდება, თუმცა NASA-ს მიერ გავრცელებული ახალი რუკის მიხედვით, აფრიკის კონტინენტზე ამაზონის ჯუნგლებთან შედარებით, თითქმის 5-ჯერ მეტი ხაძრის კერა იწვის.
უკანასკნელი ორი დღის მონაცემებით, ცენტრალური აფრიკის რეგიონში, ანგოლაში 6902, ხოლო კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, 3395 ხანძრის კერა იწვის. შედარებისთვის, ამ ეტაპზე, ამაზონის ჯუნგლებში 2127 ხანძრის კერა ფიქსირდება.
შეგახსენებთ, ბრაზილიაში უკვე რამდენიმე კვირაა ხანძარს ებრძვიან. ამასთან დაკავშირებით, საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით, დიდი შვიდეულის შეხვედრა შედგა.