ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ინგრიდა შიმონიტესა და გიტანას ნაუსედას შორის გაიმართება.
ინგრიდა შიმონიტე - პარლამენტარი, ლიეტუვის ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე. ლიეტუვის ყოფილი ფინანსთა მინისტრი.
გიტანას ნაუსედა - ეკონომისტი, პროფესორი. დამოუკიდებელი კანდიდატი.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, რომელიც ლიეტუვაში, გუშინ, 12 მაისს გაიმართა, ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა - 31.13 %, ინგრიდა შიმონიტემ მოიპოვა.
ხმების 30.95 %-ის მოპოვება შეძლოა გიტანას ნაუსედამ. ხოლო ქვეყნის მოქმედმა პრემიერ მინისტრმა საულიუს სკვერნელისმა მხოლოდ 19.72 %.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ლიეტუვაში 26 მაისს გაიმართება.
ლიეტუვის ამჟამინდელი პრეზიდენტი დალია გრიბაუსიკატე ქვეყანას 2009 წლიდან მართავს. მან ორი ვადით უკვე იყარა კენჭი, ლიეტუვის კანონმდებლობა მესამე ვადას პრეზიდენტისთვის არ ითვალისწინებს.