ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილის საქმის პროკურორმა, გრიგოლ ბიბილაშვილმა დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ალტერნატიული ექსპერტიზის შედეგის გასაცნობად ერთ საათიანი შესვენება ითხოვა.
დღევანდე სხდომაზე დაიკითხა ალტერნატიული ექპსერტი, ალექსანდრე გეჯაძე.
როგორც გეჯაძემ აღნიშნა, ნაცვლიშვილს კისრის არეში მჩხვლეტავ-მჭრელი ხასიათის ტრავმა ჰქონდა მიყენებული, თავის მიდამოში კი, ბლაგვი ხასიათის ტრავმა. შესაბამისად, როგორც ერთს, ასევე მეორეს შეიძლებოდა მისი სიკვდილი გამოეწვია.
ექსპერტმა ასევე ისაუბრა იმასთან დაკავშირებითაც, რომ ნივთმტკიცებად ამოღებული ბეტონის ფილით, რომელიც 4.5 კილო ნახევარს იწონის, შეუძლებელი იყო გრიგალაშვილს ცალი ხელით აეღო და დაზიანებები მიეყენებინა.
სასამართლო კვლავ გეჯაძის დაკითხვით განახლდება.