პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იაცეკ კშიშტოფ ჩაპუროვიჩის თქმით, რუსეთი საფრთხეს უქმნის ევროკავშირსა და მისი წევრი ქვეყნების ეროვნულ ინტერესებს.
ამის შესახებ მან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, პანელური დისკუსიის დროს ისაუბრა.
"რუსეთი საფრთხეს უქმნის ევროკავშირს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს - ბალტიის ქვეყნებს, ესტონეთს, პოლონეთს, რუმინეთს.
რუსეთმა დაამტკიცა, რომ ის იყენებს ძალას თავისი ეროვნული ინტერესების დასაკმაყოფილებლად", - თქვა ჩაპუროვიჩმა.
მიუნხენი, უსაფრთხოების 56-ე კონფერენციაზე, მსოფლიო პოლიტიკურ ლიდერებს, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს 14-16 თებერვალს მასპინძლობს.