საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემრულებელი ელიზაბეთ რუდის თქმით, საქართველომ ძალიან დიდ პროგრესს მიაღწია, თუმცა ახლა დემოკრატიულ გზაზე ძალიან მნიშვნელოვან მომენტს გადის. ამგვარად უპასუხა ელიზაბეთ რუდმა აშშ-ის კონგრესმენის, რესპუბლიკური პარტიის წევრის, მარკუეინ მალინის წერილზე დასმულ შეკითხვას.
"კონგრესი წარმოადგენს ამერიკის საკანონმდებლო შტოს და შესაბამისად, მე გირჩევთ, მიმართოთ მათ დეტალური კომენტარისთვის. რაც შემეხება მე, როგორც აღმასრულებელი შტოს წარმომადგენელს, მინდა, აღვნიშნო ის ძალიან დიდი პროგრესი, რასაც საქართველომ მიაღწია, თუმცა ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი საქართველოს დემოკრატიულ გზაზე.
ვგულისხმობ იმ პოლიტიკურ დიალოგს, რომელიც მიმდინარეობს აშშ-ს, ევროკავშირისა დ ევროსაბჭოს მხარდაჭერით. ეს წარმოადგენს ძალიან კარგ შესაძლებლობას მმართველი გუნდისთვის და ოპოზიციური პარტიებისთვის, რომ მიაღწიონ შეთანხმებას, წავიდნენ გარკვეულ დათმობაზე და მიიღონ საუკეთესო მოდელი ქვეყნისა და დემოკრატიის განვითარებისთვის", - განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.
ელჩის მოვალეობის შემრულებლის თქმი, მნიშვნელოვანია, საქართველომ გაატაროს ისეთი საარჩევნო რეფორმა, სადაც ასახული იქნება ეუთო/ოდირის რეკომენდაციები.