ყოველწლიურად, ნორვეგიის სამეფო, მეორე მსოფლიო ომის დროს გაწეული დახმარებისთვის მადლიერების ნიშნად, დიდ ბრიტანეთს უგზავნის საახალწლო ნაძვის ხეს.
მეორე მსოფლიო ომის დროს, ნაცისტური გერმანიის არმია ნორვეგიაში 1940 წლის აპრილში შეიჭრა და მისი ოკუპაცია მოახდინა.
იმ დროისთვის ნორვეგიის სამეფოს ტახტი ჰოკონ მე-7-ს ეკავა, რომლის შეპყრობაც, დიდი სურვილის მიუხედავად, გერმანიის არმიამ ვერ მოახერხა.
ჰოკონ VII ოჯახითურთ 1940 წლის 9 აპრილს ემიგრაციაში დიდ ბრიტანეთში წავიდა, სადაც მან ალტერნატიული მთავრობა შექმნა და წინააღმდეგობრივ მოძრაობას ჩაუდგა სათავეში.
მეფე ჰოკონ მე-7 ნორვეგიაში წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა.
ნორვეგიის ნაცისტებისგან გათავისუფლების შემდეგ, 1945 წლის ივნისში სამეფო ოჯახი დაბრუნდა ქვეყანაში.
როგორც ნორვეგიაში ამბობენ, მეფე ჰააკონსა და ნორვეგიელ ხალხს არასოდეს დაავიწყდება დიდი ბრიტანეთის დახმარება მეორე მსოფლიო ომის დროს.
სწორედ ამიტომ, ბრიტანელი ხალხის მიმართ მადლიერების გამოსახატად 1947 წლიდან საფუძველი ჩაეყარა ტრადიციას, რომლის მიხედვითაც ნორვეგიელები ყოველწლიურად უგზავნიან ლონდონს ნაძვის ხეს, რომელიც ქალაქის ცენტრში, ტრაფალგარის მოედანზე იდგმება.
ნაძვის ხის გაგზავნის ტრადიცია სიმბოლოა ნორვეგიასა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებული ღრმა და ხანგრძლივი მეგობრობისა.
ნაძვის ხეს ყოველწლიურად დიდი სიფრთხილით არჩევენ. ხის მოჭრისას ცერემონია იმართება, რომელსაც ოსლოს მერი, დიდი ბრიტანეთის ელჩი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.
ნაძვის ხე დიდ ბრიტანეთშ გემით იგზავნება.