რუსეთის ფედერაციის გამო დღეს მსოფლიო საშიში და ნაკლებად თავისუფალია - აღნიშნა სენატორმა რიშმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე ამ კომიტეტის თავჯდომარემ ჯეიმს რიშმა.
მოსმენისას შესავალ სიტყვაში საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დამგმობი განცხადება გააკეთა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯეიმს რიშმა.
"რა თქმა უნდა ჩვენ ყველამ ვიცით რუსეთის მიერ წლების განმავლობაში საქართველოსა და უკრაინაში შეჭრის თაობაზე, სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების მოწამვლის თაობაზე. რუსეთის ფედერაციის გამო დღეს მსოფლიო საშიში და ნაკლებად თავისუფალია", - თქვა სენატორმა.
გუშინ, 3 დეკემბერს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაიმართა მოსმენა "რუსეთისადმი აშშ-ის პოლიტიკის მომავალი", რომელზეც სენატორების წინაშე წარსდგნენ პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, დევიდ ჰეილი და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, კრისტოფერ ფორდი.