თარიღი    დრო

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კორპორაცია Google-თან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადის

საქართველო, თბილისი - 16:24 03.15.2019 74

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კორპორაცია Google-თან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადის.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი Google-ის წარმომადგენლებს შეხვდა. Google-ის უკრაინის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ ხელმძღვანელთან დმიტრო შოლომკოსთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვას და ახალ მიზნობრივ ბაზრებზე კორპორაციასთან აქტიურ თანამშრომლობას.

"დღეს ჩვენ გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრა Google-ის წარმომადგენლებთან. შევთანხმდით თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. ჩვენ უფრო მეტად მოვახდენთ ბაზრების იდეტიფიცირებას და მიზნობრივი აუდიტორიებისთვის მარკეტინგული არხებით საჭირო შეტყობინების მიწოდებას, რომ ქვეყანამ მაქსიმალურად ბევრი ტურისტის მოზიდვა შეძლოს."-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

"დღეს ჩვენ ბევრ ახალ იდეაზე ვისაუბრეთ, განვიხილეთ სამომავლო გეგმები, რომელიც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად უნდა განვახორციელოთ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მარკეტინგული კამპანიის დროს მომზადდება მონაცემთა ბაზა, ჩატარდება კვლევა და გაანალიზდება თუ რა ტიპის ტურისტები გეგმავენ საქართველოში ჩამოსვლას, რა მიზნით ჩამოდიან ისინი თქვენს ქვეყანაში და რა კონკრეტული სარგებელი დარჩება საქართველოს ეკონომიკას. ამ ყველაფერს მსოფლიოში ბევრი კომპანია ჯერჯერობით არ აკეთებს. ვფიქრობ ეს საკმაოდ კარგი პროექტი იქნება საქართველოსთვის." განაცხადა Google-ის უკრაინის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონულმა დირექტორმა დმიტრო შოლომკომ.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

20:05 ტოიოტა ცენტრ თეგეტაში ახალი თაობის RAV 4-ის და Corolla-ს პრეზენტაცია გაიმართა

12:13 ფინკა ბანკი სრულად იცავს SMART კამპანიის პრინციპების მიხედვით მომხმარებელთა უფლებებს

12:00 საგაზაფხულო აქციები „გორგიაში“ - გაიგეთ, თუ რა აქციებს გთავაზობთ ყველაზე იაფი სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტი საქართველოში

11:10 საქართველოს ბანკი ქალების ბიზნესში მხარდაჭერას განაგრძობს

17:00 იჩქარეთ! აქცია განახლებული პირობებით იპოთეკურ სესხებზე ლარში ბაზისბანკისგან

13:57 თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი - ჩააბარე ძველი და გაიყვანე ახალი ავტომობილი

13:10 Global Finance-მა თიბისი ბანკი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

12:39 უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმის ბეტა ვერსია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%