არტ ინკუბატორი შესაძლებლობას აძლევს კრეატიულ ინდუსტრიებში მომუშავე პირებს, შექმნან სტარტაპები, მოიძიონ საერთაშორისო პარტნიორები, გაიუმჯობესონ ბიზნეს ინგლისურის ცოდნა, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მიერ გამართულ ვორკშოპებში და საერთაშორისო კონკურსებში. არტ ინკუბატორის წევრი სტარტაპერებისთვის უსასყიდლოდ გაიხსნება ბრიტანული საბჭოს მიერ მოწოდებული პლატფორმა English Learning Programme – English Channel.
არტ ინკუბატორის პარტნიორია BTU - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და მსოფლიო რეიტინგის 20 საუკეთესო სამეწარმეო ცენტრებს შორის დასახელებული ბრიტანული Henley Center for Entrepreneurship.