ევროკავშირს სურს, იმედი აქვს და გეგმა აქვს, რომ დაამყაროს სრული კონტროლი, მარიონეტული რეჟიმი სჭირდება საქართველოში, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
"ევროპა ყველაფერს გადახაზავს უკვე, ყველა პრინციპს გადაუვლის ფეხით და ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება, 70-მდე ქვეყანაა, ვისაც უვიზო მიმოსვლა აქვს ევროპასთან. ევროპა შეშინებულია მიგრაციის სერიოზული ზრდით. საქართველოს შემთხვევას ცალკე ნუ განვიხილავთ, არის ბალკანეთის ქვეყნები, სხვა ქვეყნები, რომელზეც EU-ს სურს, იმედი აქვს და გეგმა აქვს, რომ დაამყაროს სრული კონტროლი, მარიონეტული რეჟიმი სჭირდება საქართველოში", - განაცხადა ვოლსკიმ.