„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ როგორ პრინციპულად სწორი ნაბიჯი იყო „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიის მიღება,” - ამის შესახებ განცხადება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, კარასინის განცხადების საპასუხოდ გააკეთა, სადაც კარასინი ამბობს, რომ „ქართული მხარის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობების გაუარესებისკენ მივყავართ“.
გიგა ბოკერიას კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
განცხადებაში საუბარია ამ სიის მიღების მნიშვნელობაზე. თუმცა, ბოკერია მიიჩნევს, რომ ამ სიაზე მუშაობა გასაგრძელებელია. „შესაყვანი გვყავს არა მარტო მარიონეტული სტრუქტურების წარმომადგენლები, არამედ რუსეთის საოკუპაციო ძალების უშუალო წარმომადგენლები, რომლებიც ხელს აფარებდნენ ამას,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.